in

დაბადების დღის ტრადიციული ტორტი 3D ხელით ჩაანაცვლეს — Tatau Thing

Tatau მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანია. ესპანეთში მდებარეობს და არასდროს გაურბის უცნაურობებს. ამგვარად, სივრცეში, სადაც არაფერია ჩვეულებრივი, გამონაკლისს არც კლასიკური დაბადების დღის ტორტი წარმოადგენს. ახლა Tatau Thing-ზე უნდა გესაუბროთ, 3D ნივთზე, რომელიც ტრადიციულ ტორტს სახასიათო ნივთით ანაცვლებს. 

BOG
BOG

ინსპირაცია, რაღა თქმა უნდა, ხელია ადამსების ოჯახიდან, რომელიც დაბადების დღის ცენტრალურ ნაწილად იქცევა. უნდა ითქვას, რომ Tatau-ს გარემოსაც იდეალურად ერწყმის, რადგან იგი 90-იანი წლების ფენტეზი ფილმების, მექსიკური თავის ქალების, ლეგოების, სკეიტბორდებისა და ტატუს კულტურითაა სავსე.

მომხმარებელთა გამოცდილება კიდევ უფრო მაგიური რომ გაეხადათ, Tatau Thing-ს ბარათიც ახლავს რესტორნის ინიციალებითა და ცოტათი საშიში გზავნილით: Celebrate or Die.

Tatau Thing-ზე igloo.studio-მ იმუშავა.

,,ბიოგრაფი ლივინგი” ხუთ ახალ დეველოპერულ პროექტს იწყებს

„ძალიან საინტერესოა, რომ ვქმნით მსოფლიოში მოწინავე, AI-ზე დაფუძნებულ ენის შემსწავლელ პლატფორმას“ – სანდრო გამრეკელაშვილი