21
Apr
2017

თათია კარიაული – #პირველისამსახური

21 Apr 2017

19 ან 20 წლის ვიყავი, ESM-ის მე-4 კურსზე, ჩემს მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტე სტარტაპებს ბიზნეს და მარკეტინგული გეგმების გაკეთებაში დავხმარებოდით. პირველი ბიზნეს გეგმა ტურისტული, რეკრეაციული კომპლექსისთვის შევქმენით. მთელი თავით ჩართული ვიყავი პროცესში, თუმცა, უფრო მეტად მარკეტინგულ ნაწილს ვხელმძღვანელობდი, მათ შორის ბაზრის კვლევის ჩატარებას და ა.შ.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გვქონდა ამ ადამიანების წინაშე, ვინც თავისი მომავალი ბიზნესის ბედი გვანდო და ღამეებს ვათენებდით, რომ პროექტი გამოგვსვლოდა ხარისხიანი. ეს პროექტი ჩვენი ერთ-ერთი პირველი შეხება იყო თეორიული ცოდნიდან პრაქტიკულთან, რეალურ დამკვეთებთან, და მაშინ მივხვდი, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა ყველაფერი, როგორც წიგნებიდან წარმომედგინა. თათია კარიაული – თიბისი დაზღვევა, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

განხილვა