in ,

არქიტექტორ ტატიანა ბილბაოს უარი რენდერებს – კოლაჟებით შექმნილი დიზაინები

მექსიკელი არქიტექტორი ტატიანა ბილბაო უარს ამბობს დიზაინის კომპიუტერული ვიზუალიზაციების შექმნაზე და უპირატესობას კოლაჟებისა და სკეჩების გაკეთებას ანიჭებს. როგორც თავად ამბობს, ეს ხერხი მას ხელს უწყობს, უფრო საინტერესო შენობების დიზაინები შექმნას.

არქიტექტორს არ მოსწონს პროექტების დასრულებული და სრულყოფილი გამოსახულებები, რადგანაც შემოქმედებით პროცესში ის მათ ერთგვარ დაბრკოლებებად აღიქვამს.

“მე მინდა, რომ ჩემი არქიტექტურა იყოს ერთგვარი პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი ცხოვრების წესის შესაქმნელად,” – ამბობს ტატიანა. “ვფიქრობ, კოლაჟების დადებითი თვისება მათი მრავალფეროვნებაა და ისინი ნებისმიერ ადამიანს ერგებიან. გარდა ამისა, ეს კოლაჟები ჩემს იდეებთან ერთად სხვების იდეებსაც მოიცავს.”

წარმოგიდგენთ ტატიანა ბილბაოს კოლაჟებსა და სკეჩებს:

პორნოგრაფია, ონლაინ ბულინგი, გრუმინგი – როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ამ თემებზე?

ცვლილებების ტალღა, ოკეანის დასაცავად! – კამპანია The Dopper Wave