in

“ყველაფერი ფეისბუქით დავიწყეთ!” – როგორ გაიხსნა თათის ბუტიკი ვაკეში

ყველაფერი ფეისბუქ გვერდიდან დაიწყეს. აქტიურობით ხიბლავდნენ მომხმარებლებს და უცხოურ სამოსს სთავაზობდნენ. მომდევნო ეტაპზე საიტიც შექმნეს და საკუთარი მაღაზიაც გახსნეს თბილისში, ჭავჭავაძის 34-ში. “თათის ბუტიკი” თათი მელუამ და ნატა გაბილაიამ გახსნეს და როგორც თავად ამბობენ, ბედნიერებას ყიდიან:

 

M: რა იყიდება “თათის ბუტიკში”?

თათის ბუტიკში იყიდება ბედნიერება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები. ამას გარდა, გვაქვს საბავშვო ხაზი tatis boutique kids, სადაც 10 წლამდე ასაკის პროდუქციაა წარმოდგენილი.

M: რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

კონკურენტებისგან გამოგვარჩევს ის, რომ ვცდილობთ ყველა სიახლე სასიამოვნოდ შევთავაზოთ მომხმარებლებს. ვაწყობთ ფოტოსესიებს, გვყავს ულამაზესი მოდელები, რომლებიც ჩვენმა მომხმარებლემა უკვე ძალიან შეიყვარა. ვცდილობთ რომ ფოტოსესიებში ძალიან ლამაზი ლუქები ავაწყოთ, რათა მომხმარებელმა აღარ იწვალოს ტანსაცმლის შეხამებაზე. როცა ადამმიანი ძალიან დაკავებულია, უჭირს დიდი დროით მაღაზიაში მოსვლა და ამის გამო პირდაპირ ჩვენი მოდელის ფოტოებით მოდიან და პირდაპირ ლუქებს ყიდულობენ. კიდევ გამოგვარჩევს ის, რომ ძალიან ვცდილობთ რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. არ ვართ ორიენტირებული ნივთების გასაღებაზე, ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს. ვცდილობთ ყოველ კვირაში ერთხელ შევავსოთ ჩვენი პროდუქცია, ჩამოვიტანოთ ახალი ნივთები და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენთან შოფინგობს ყველა, ბავშვები, თინეიჯერები, უფროსი ასაკის ქალბატონები და მოხუცი საყვარელი ბებოებიც. ვცდილობთ მაქსიმალურად დიდი სეგმენტი მოვიცვათ.

M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ მომხმარებლების მოსაზიდად?

ყველაფერი დავიწყეთ ფეისბუქით… მთელი ჩვენი აქცენტი იყო ფეისბუქზე და მაქსიმალურად დიდ პიარზე. რა თქმა უნდა, მარტო FB ვერ გიშველის, თუ პროდუქციითა და მომსახურებით არ შეუწყვე ხელი. ახლა ვებსაიტი გვაქვს უკვე, www.tatisboutique.ge – საიდანაც ვიღებთ შეკვეთებს და მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ვაწვდით ამანათებს. რეგიონებში ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს. თითქმის ყოველდღიურად ვემსახურებით მათაც.

M: როგორ ემზადებით საახალწლოდ?

ოოო, საახალწლოდ ძალიან დიდი მზადება და ციებ-ცხელება გვაქვს. თითქმის სრულ კოლექციაზე გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება. მაგრამ 31 დეკემბერს დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე გვექნება შემდეგი აქცია: მომხმარებელი რომელიც მოვა და შეარჩევს ნივთს, გადახდის წინ ყუთიდან ამოიღებს ბარათს სადაც იქნება ჩაყრილი 20, 30, 40, 50%-იანი ფასდაკლების ბარათები. რომელი ბარათიც შეხვდება, იმ ფასდაკლებით ისარგებლებს. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი კოლექციის ნივთია თუ ძველის. 2018 წლის გეგმებში გვაქვს გაფართოება. უკვე შედგა მოლაპარაკება და 2018 წლის მარტიდან გლდანი მოლში გვიხილავთ. საახალწლოდ ჩამოვიტანეთ ულამაზესი კაბები, კომბინიზონები, პიჯაკები და ყველა ის ნივთი, რაც თქვენი ახალი წლის ღამეს უფრო ხალისიანს გახდის.

M: სად არის თათის ბუტიკი?

თათის ბუტიკი – ჭავჭავაძის 34, პიქსელის მეორე სართული.

[R]

დაფიქრებულხარ ვის ზრდი? – საქართველოში ბულინგის თემაზე შექმნილი პრინტ ნამუშევრები!

#გამასაჩუქრე! მოლაპარაკე ყუთები თბილისი მოლში! – საახალწლო კამპანია