თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგსა და დიჯითალს ასოცირებულ პარტნიორობას ტატო ნორაკიძე გაუწევს. ამ დრომდე, ტატო ნორაკიძე თიბისის კომუნიკაციების ლიდერი იყო. ახალი პოზიცია კი, მისი თქმით, გულისხმობს როგორც ტრადიციული, ასევე ციფრული მარკეტინგის კომპეტენციების სინერგიას.
“დღევანდელ რეალობაში ნელ-ნელა ქრება ზღვარი დიჯიტალსა და ტრადიციულ მარკეტინგს შორის და ჩვენი ხედვაც ზუსტად ამ მიმართულებით გვინდა რომ განვავითაროთ. ადრე თუ ფორმატებისა და გადაწყვეტების სიმწირიდან გამომდინარე, მარკეტინგის კეთება იოლი იყო, დღეს ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ციფრულმა მიდგომებმა ყველაფერი შეცვლა, სრულიად ახალი გამოწვევები გააჩინა. შესაბამისად, ჩვენც ახალ რეალობასთან მოგვიწია ადაპტირება. კომუნიკაციების სფეროში თითქმის 5 წლიანი მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებისთვის ბიზნესის ნაწილიც დაგვემატებინა და სრულიად ახალი კომპეტენცია შეგვექმნა. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა როგორც ჩემთვის, ასევე ორგანიზაციისთვის.”
M: რა გამოწვევებს ხედავ, რა შესაძლებლობებს?
პირველ რიგში, უდიდესი გამოწვევა იქნება პროდუქტების ნაწილში, რომელიც აქ.ახლა ერთ ხაზზე უნდა იყოს ბრენდთან მიმართებაში. გვინდა ჩვენი პროდუქტები/სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველა სეგმენტისთვის, იმისთვის, რომ 24/7-ზე შევძლოთ ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც უნდა იყოს შემდეგი – Deliver an experience, not a product.