in

„როცა მუსიკის წერის სწავლება დავიწყე…“ – ტატო რუსია

ხომ არსებობენ ადამიანები, პირდაპირ და სწრაფად რომ წყვეტენ საკითხს. მაგალითად, დამკვეთს მტკიცე ფასს იმ წამსვე ეუბნებიან, ან ერთი ფრაზით წყვეტენ და აგებენ ურთიერთობებს… ეგეთი ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შემიძლია გავიხსენო ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მასწავლებელი შემთხვევა. მუსიკის წერის სწავლება დავიწყე. ეს გადაწყვეტილება გულისხმობდა იმას, რომ ცხოვრებაში პირველად, საკუთარი ცოდნის ხალხისთვის გაზიარების საშუალება მექნებოდა.

ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ კომფორტის ზონიდან ამომაგდებდა. იძულებული გავხდებოდი მესწავლა სილაბუსის შედგენა, ლექციების წერა, ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება, ჩემი საშემსრულებლო უნარების. უნდა მესწავლა ჩემთვის სრულიად ახალი პროგრამა DAW (Digital Audio Worskation) ერთ თვეში, და ყველაზე მთავარი, მესწავლა სწავლება. ეს გადაწყვეტილება შეცვლიდა იმას, რომ სწავლებით მე მოვუბრუნდებოდი სწავლას, რაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკულად, არ გამიკეთებია.

შეიცვალა ის, რომ მთელი ჩემი რესურსისა და დროის გადანაწილება ვისწავლე. უკეთ ვფლობ პროგრამას, უფრო ობიექტურად ვაფასებ მუსიკას, მიმარტივდება ურთიერთობა ადამიანებთან. უკეთ ვუკრავ ინსტრუმენტებზე. ვგეგმავ პროექტებს და პუნქტებად ვახორციელებ მათ. ბევრისთვის ეს ჩვეულებრივი რუტინაა, მაგრამ ჩემთვის – ადამიანისთვის, ვისაც მუსიკის გარდა ცხოვრებაში, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია, ამ უნარების დაუფლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ რისკზე წასვლა გაბედული ნაბიჯი იყო ჩემთვის, მაგრამ მომიტანა ბევრად მეტი, ვიდრე წარმომედგინა. რა თქმა უნდა, არჩევანის წინაშე რომ ვიყო, ისევ ამ გზით წავიდოდი.

ტატო რუსია – Moku Moku

 

ფოტოს ავტორი: გიორგი ზატიაშვილი

მაღალტექნოლოგიური სენსორული კავშირის მეშვეობით, რობოტული მკლავი უფრო სრწფად მუშაობს

ნახეთ: ჭკვიანი “კვერცხი რობოტი”, როგორც ნამდვილი შინაური ცხოველების აღზრდის სიმულაცია