in

მეცნიერები ტატუს გაკეთების უმტკივნეულო გზას გვთავაზობენ

ტატუს გაკეთება ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული და ტატუ არტისტებისთვის საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს — ჯორჯიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები უმტკივნეულო და უსისხლო ე. წ ტატუს პატჩს გვთავაზობენ, რომლის დაკვრას კანზე თავადაც შეძლებთ. 

M2
M2

ეს პატჩი მიკრონემსებისგან შედგება, თითოეული ქვიშის მარცვლებზე წვრილიც კია და ტატუს მელნისგან არის დამზადებული, რომელიც, თავის მხრივ, ხსნად მატრიცაში თავსდება. ტატუს გაკეთების დამკვიდრებული მეთოდით კი ჰიპოდერმულ ნემსებს კანის ღრმა ფენაში მელნის შესაყვანად იყენებენ, მსგავსად, შესაძლოა, კანი დაზიანდეს და დალურჯებები გამოიწვიოს. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, ტატუს დასრულების შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე მისი დამუშავებაა საჭირო. მიკრონემსებიანი პატჩის შემთხვევაში კი ნემსები მხოლოდ კანის ზედა ფენებს ეხება, რის გამოც იგი უმტკივნეულოა. 

ჩვენ ნემსის მინიატიურული ფორმა შევქმენით, რათა იგი უმტკივნეულო იყოს, მაგრამ ამასთან, ეფექტურად ათავსებდეს მელანს კანში. მართალია, ზოგიერთი ადამიანი მზადაა აიტანოს ტკივილი და დახარჯოს დრო ტატუს გასაკეთებლად, მაგრამ ზოგს ნამდვილად ურჩევნია ისეთი ტატუ, რომელსაც უბრალოდ კანზე ხელის დაჭერით მიიღებს, — ამბობს მარკ პრაუსნიცი, კვლევის ხელმძღვანელი.

თქვენ მასში ნებისმიერი ფერის მოთავსებას შეძლებთ. პატჩები სინათლისა და ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა, შესაბამისად, ტატუ მხოლოდ ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ან მაღალ ტემპერატურაზე ჩნდება. ეს პაციენტების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს და აჩვენებს ტატუს მხოლოდ მაშინ, როცა გსურთ.

ამასთან, ტატუს პატჩები დამწვრობისა თუ ნაწიბურების დასაფარად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რამაც, შესაძლოა, ტრავმული გამოცდილების შემდეგ, ინდივიდის გარეგნობა მკვეთრად შეცვალოს. მეტიც, მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენი ძაღლის სტერილიზაციის სტატუსი აღნიშნოთ, ამისთვის კისერზე ან ყურზე რაიმეს დაკიდება აღარ დაგჭირდებათ…

გაიცანი Bitnet — კრიპტო სტარტაპი საქართველოში ფულის მართვის ინოვაციური სისტემის დანერგვას გეგმავს!

Canva-მ ვიზუალური სამუშაოს შესაქმნელი კომპლექტი წარადინა