ტაცუია ტანაკას ინსტაგრამის დათვალიერებით, ვნახავთ, რომ ის ჭკვიანურად ასახავს სამყაროში არსებულ ყოველდღიურ მოვლენებს. იაპონელმა მხატვარმა ბოლო ათწლეული ისეთი საგნების გარდაქმნაში გაატარა, როგორებიც ფანქრის სათლელები, ღრუბლები, ჩუსტები და პაწაწინა პერსონაჟების ნაკრებებია. მის ნამუშევრებში კლავიატურის P კლავიში შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მოლბერტი; მოსრიალე ბობსლეიერები ისხდნენ თასში, ცხარე წიწაკა და მოციგურავეები კი ქირურგიულ ნიღაბს ეჯიბრებოდნენ.
ხელოვანი პროექტს როგორც ყოველდღიურ მინიატურულ კალენდარს, ისე უყურებს, რის გამოც ნამუშევრები ხშირად მიმდინარე მოვლენებსა და კულტურულ მომენტებს ეხება. მათ შორის იყო, მაგალითად, სცენარები ზამთრის ოლიმპიადებზე.
“მნიშვნელოვანია, ჩემი ნამუშევრის მოტივად ის გამოვიყენო, რაც ყველასთვის ნაცნობია”, – ამბობს ხელოვანი.
თუ უფრო მეტი პროექტის ნახვით დაინტერესდებით, ამ ბმულზე შეგიძლიათ დათვალიერება.