in

Heinz-მა ტატუს წითელი მელანი შექმნა!

იმის პარალელურად, რომ ფერადი ტატუები ზოგიერთ ქვეყანაში იკრძალება ან გარკვეული შეზღუდვები წესდება, Heinz-მა წითელი პიგმენტი შემოგვთავაზა. ამ მიზნით Electric Ink-თან დაიწყო თანამშრომლობა და ასე მივიღეთ Heinz Tattoo Ink პროექტი. 

სოციალურ მედიაში ფოტოებსა და ჰეშთეგებზე დაკვირვებით აშკარა გახდა, რომ Heinz-ის ფანებს ჩვენი ბრენდისა და პროდუქტების ტატუები უყვართ, მათთვის კი რაღაც არაჩვეულებრივი უნდა შეგვეთავაზებინა და შედეგად მივიღეთ ახალი ალტერნატივა, რომელიც მიმართავს საზიანო პიგმენტის ინგრედიენტების საკითხს, — აცხადებს ტიაგო სტელე, Heinz Brazil-ის ხელმძღვანელი.

ამ პროექტის ჩაშვებისთვის Heinz 6 ბრაზილიელ ტატუ არტისტთან ერთად მუშაობდა, რათა შეექმნა 57 ორიგინალი Heinz-ის ტატუს სტენსილი. ამ გზით, იგი 57 Varieties-თან, ბრენდის სავაჭრო ნიშანთანაც შესაბამისი იქნებოდა. ხოლო, თუ ვინმეს კეტჩუპის ტატუს გაკეთება მოუნდება, სტენსილები ბრენდის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ჩვენ ამას ორმაგ შესაძლებლობად ვუყურებთ — არა მარტო უზრუნველვყოფთ ახალ გზებს Heinz-ის ტატუს გასაკეთებლად, არამედ ვთავაზობთ მელანს, რომელიც ზუსტად ისე ფრთხილად შევიმუშავეთ, როგორც ინგრედიენტები ჩვენი კეტჩუპისთვის, — განმარტავს სტელე. 

Heinz-ის მომხმარებლებს ბრენდის ტატუები რომ აქვთ, ამაში მუსიკოსი ედ შირანიც დაგარწმუნებთ, თუმცა ეს კოლაბორაციის ნაწილი იყო…

„მშვენიერი მარცხი“ — Honda Moto-ს მრავალწლიანი ამბავი

ილონ მასკი და სტივ ვოზნიაკი AI ექსპერიმენტების წინააღმდეგ გამოდიან