როგორც ჩანს, ტატუ საკომუნიკაციო კამპანიის მოლაპარაკე ნაწილიც შეიძლება იყოს. სააგენტომ 72andSunny Amsterdam რეკლამაში ბუს, თუთიყუშებისა და ვეფხვის ტატუები სიყვარულზე აალაპარაკა. ვიდეორგოლი Lynx Ink-ის შხაპის გელის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროდუქტი ტატუებს სიმკვეთრეს მატებს და უფრო მეტყველს ხდის.