17
აგვ
2017

ტატუდ ქცეული კალიგრაფია – HP-ის ემოციური ვიდეორგოლი

17 აგვ 2017

მანამ, სანამ თანამედროვე ტექნოლოგიები, ლეპტოპები თუ სმარტფონები გაჩნდებოდა, იყო კალამი, ფურცელი და მასთან ერთად, ადამიანების ემოციური წერილები ულამაზესი კალიგრაფიით. HP უშუალოდ, აწარმოებს იმ მოწყობილობებს, რომლებმაც ფურცელი ჩაანაცვლეს, თუმცა, ბრენდი მაინც აფასებს ყველაფერს ძველსა და ტრადიციულს. სწორედ ამიტომ, კომპანიის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში HP-მ, თავისი პროდუქტის საშუალებით, ძველ წერილზე შემონახული ულამაზესი კალიგრაფია გააცოცხლა და ის არაჩვეულებრივ, ემოციურ ტატუდ აქცია. ბრენდისთვის ვიდეო სააგენტო BBDO-მ მოამზადა.

განხილვა