19
Jul
2017

მინიმალისტური ტატუები წყვილებისთვის, როგორც საქორწინო ბეჭდების ალტერნატივა

19 Jul 2017

დედამიწაზე მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანისთვის რთული პროცესი იყო ან არის ნამდვილი სიყვარულის პოვნა. ადამიანთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ეს იშვიათი და რთული მოვლენაა. ხოლო, მათ, ვინც ერთხელ იპოვნეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი გრძნობის ობიექტი, უნდათ სხვადასხვა გზით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მეორე ნახევრის მიმართ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიყვარულის თითოეული ისტორია ცალკე ფილოსოფიური მიმდინარეობაა, თავისი აზროვნებით, სიმბოლოებით, შეხედულებათა ცვლისა და ფორმირების ეტაპებით. თანამედროვე წყვილები გრძნობებისა თუ ურთიერთობების, ზოგ შემთხვევაში, ეგოისტური საკუთრების გამოსახატად კონცეპტუალურ-ვიზუალურ გზას ირჩევენ. კონტექსტურად შესაფერისი და მსგავსი ვიზუალის ტატუების გაკეთება თანამედროვე მსოფლიოში საქორწინო ბეჭდების ერთგვარ ალტერნატივადაც კი გვევლინება. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ, კავშირის გამომხატველ ნამუშევარს:

 

 

განხილვა