10
Mar
2016

ტატუები, ტატუები, ტატუები… ზუმერში

10 Mar 2016

Elit Electronics
Elit Electronics


სიყვარულის ნიშნად ტატუს გაკეთების სურვილი ისეთივე ძველია, როგორც სიყვარულის ნიშნად ტატუს გაკეთების სურვილი. ამიტომაც, „ზუმერმა“ საგაზაფხულო დღესასწაულებზე მაღაზიის სტუმრებს სიყვარულის გამოხატვის უჩვეულო ფორმა შესთავაზა – ყველა მსურველს შეეძლო შეერჩია და დაეხატა ტატუდ ის, ვინც ან რაც უყვარდა. მათ შორის იყო, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებული სახალისო ტატუებიც.

უჩვეულო აქცია ზუმერშისაგაზაფხულო დღესასწაულებზე “ზუმერში” მისულ სტუმრებს უჩვეულო სიტუაცია დახვდათ.

Posted by ZOOMMER on Thursday, March 10, 2016

“თავდაპირველად, ხალხის ნაწილმა ჩვენი შეთავაზება სერიოზული კუთხით აღიქვა, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ ეს უბრალოდ გასართობი აქცია იყო და დროებით ტატუებსაც სახალისო ფორმა და შინაარსი ჰქონდა, უკვე ბევრი ადამიანი ჩაერთო” – აცხადებს ეთო მერებაშვილი, „ზუმერის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

2 march fp post

„არაერთმა ადამიანმა იკითხა – „რა შუაშია ტატუ სმარტფონებთან?“. რეალურად, ჩვენი მიზანი გახლდათ უბრალოდ ის, რომ ადამიანებს სიყვარული განსხვავებული ფორმით გამოეხატათ“ – აღნიშნავენ „ლივინგსტონში – „არ არის აუცილებელი, ყველაფერში იყოს სიღრმე. აი, მაგალითად, ბოლო წინადადებაში არ იყო“

ნათქვამია, „თუ მკლავი არ მიდის ტატუსთან, ტატუ მიდის მკლავთანო“. ამიტომ, აქციის პარალელურად, „ზუმერმა“ სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე კარგ შვილს „დედის გულის ვარდის“ ტატუ-ბეჭდები და დედისთვის განკუთვნილი ტკბილეულიც გაუგზავნა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ტკბილეულობის ნაწილმა, უშუალო ადრესატამდე – ანუ, დედამდე – მაინც ნაკლებად მიაღწია.

1 march fb post

საბოლოო ჯამში, აქციაში 150-მდე ადამიანი ჩაერთო და შესაბამისად, ყველა მათგანი – პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით – შინ ხელდამშვენებული დაბრუნდა.

 fb post4

 

განხილვა