თანამედროვე პასუხისმგებლიანი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებს ჯანსაღ კორპორაციულ გარემოში მუშაობის საშუალება შეუქმნან. მათ რიცხვს მიეკუთვნება სარეკლამო სააგენტო Starcom, რომელიც Publicis Groupe-ის საერთაშორისო ქსელის საამაყო ნაწილია. სტატიების ამ სერიაში გიამბობთ Starcom Georgia-ს გუნდზე, რომელიც არაერთ სპეციალისტს აერთიანებს. ამჯერად, თათუკა ყვავაძეს გაგაცნობთ, რომელიც Starcom Georgia-ს მარკეტერია და საკუთარ კარიერულ გზასა და პროფესიულ განვითარებაზე გვიყვება.
M: მიმოვიხილოთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა და როგორ განვითარდა?
უნივერსიტეტის პერიოდში სხვადასხვა ბრენდს სოციალური მედიის მენეჯმენტსა და კონტენტ მარკეტინგში ვეხმარებოდი. მათ შორის იყო რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკა და მსხვილი აგრო მეურნეობა. პარალელურად, გავდიოდი ისეთი უნივერსიტეტების კურსებს, როგორებიცაა: University of London, University of Pennsylvania, University of California და სხვ. Შემდეგ, მარკეტერადაც დავიწყე მუშაობა და ჩემი ცოდნაც ამ სფეროში კიდევ უფრო გაიზარდა.
M: Starcom-ისა და თქვენი ერთობლივი მოგზაურობა როგორ დაიწყო?
Starcom-ში ჩემი მეგობრის დახმარებით აღმოვჩნდი, რომელმაც მითხრა, რომ ციფრული მარკეტინგისა და ექაუნთის მიმართულებით, თანამშრომლებს ეძებდნენ. გასაუბრებამაც იდეალურად ჩაიარა და Starcom-ის გლობალურ გუნდს შემოვუერთდი. ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო.
M: როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა სთარქომში მისვლიდან დღემდე?
აქ მუშაობისას დავინახე, რომ ციფრული მარკეტინგი ბევრად დიდია, ვიდრე მეგონა, გავერკვიე Google-ის მარკეტინგულ პლატფორმაში და ვისწავლე display ads, ჩავერთე media buying-ის პროცესში და გავიცანი ისეთ საოპტიმიზაციო ხელსაწყოები, როგორებიცაა Kantar და Tardis. გარდა ამისა, ვეზიარე ტენდერებში მონაწილეობის მიღების სიხარულსა და დარდს და დავალების სრულყოფილად შესასრულებელ ყველა პროცესში ჩავერთე.
M: რა არის მთავარი ღირებულება, რამაც კომპანიასთან თანამშრომლობა გადაგაწყვეტინათ?
ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი მიზეზი ბრენდის გლობალურობაა. Starcom სარეკლამო სააგენტოა, რომელიც Publicis Groupe-ის ერთ-ერთი გამწევი ძალაა ამ ინდუსტრიაში.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი Starcom-ის გარემოა. ჩემი აზრით, ბრენდი, პირველ რიგში, შიგნით ოფისში და თანამშრომლებში უნდა ემსახურებოდეს იმ ფასეულობებს, რასაც შემდეგ გარეთ ამბობს, Starcom კი ნამდვილად არის Human Experience კომპანია, რომლის შიდა სამუშაო გარემოც ზუსტად თანამშრომლებისთვის სასიამოვნო გამოცდილებების შექმნას ემსახურება.
მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომელიც ყველა ადამიანს ასე ძალიან გვინდა. რეალურად, თავისუფალ სამუშაო გარემოში ძალიან რთულია საკუთარი თავისა და რესურსების მართვა – Starcom Georgia-ში ესეც ვისწავლე.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე და როლი, რაც ახლა გაქვთ ორგანიზაციაში?
ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ადამიანს უყვარდეს თავისი საქმე. მე ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ და მომწონს სააგენტოში მუშაობა, რადგან ერთია, იყო რომელიღაც კონკრეტული სფეროს კომპანიის მარკეტერი და მეორეა წარმოადგენდე მარკეტერს სააგენტოს მხარეს. სააგენტო გაძლევს სხვადასხვა სფეროში ჩახედვის საშუალებას და თუნდაც იმის აღმოჩენის შესაძლებლობას, თუ რომელ სფეროში მუშაობას გამოცდიდი მომავალში. გარდა ამისა, ზოგჯერ ისეთ საინტერესო ინფორმაციას ვიგებ სხვადასხვა სფეროს შესახებ, რომელსაც ასე უბრალოდ ვერ გავიგებდი.
M: როგორ გეხმარებათ კომპანია პროფესიულ/პერსონალურ განვითარებაში?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია მენეჯმენტის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა და თანადგომა ნებისმიერ პრობლემაზე, სირთულისადმი შიშზე თუ შეცდომაზე. Starcom იმის საშუალებასაც გაძლევს, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა საქმეში გამოსცადო და შენთვის საინტერესო სხვა მიმართულება იპოვო. ჩემ შემთხვევაში, ეს ინტერესი Account მენეჯერობა აღმოჩნდა. ასევე, ძალიან საინტერესოა შეხვედრები ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა Mondelez, Procter & Gamble, Novartis და სხვა, რაც პროფესიული კავშირების გაზრდაში მეხმარება.












