in ,

თათული ღვინიაშვილი– „მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

თათული ღვინიაშვილი საქართველოში, ერთ–ერთი წარმატებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის–„მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე და გადაწყვეტილებებზე იგი თავად გვესაუბრა.
943179_10200594375600573_1904968939_nთბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების მიუხედავად, მან კარიერაში სხვა გზა აირჩია, რადგან გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ  მიხვდა, რომ სხვა საქმე უფრო აინტერესებდა.
„პირველი სამუშაო სწორედ იურისტის პოზიციაზე იყო. მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ იურისტის ვაკანსია გამოცხადდა. გავიარე გასაუბრება და მუშაობა დავიწყე. ანაზღაურება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ  მგონი 300 დოლარი მქონდა. ყოველთვის ძალიან მინდოდა იურისტობა და გამოცდილების მიღების საშუალებაც მომეცა ამ კუთხით, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ის საქმე უფრო მაინტერესებდა და მიზიდავდა, რასაც ახლა ვაკეთებ. შევისწავლე და დავეუფლე საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს და დღეს მაგთიკომის  PR  მენეჯერი ვარ. ჩემი საქმე და სამსახური ძალიან მიყვარს, ვთვლი რომ, გამიმართლა, რადგან ცხოვრებაში ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად იღბალიც აუცილებელია. იყო ისეთი კომპანიის  PR  მენეჯერი, როგორიც მაგთია –  ნამდვილად წარმატებაა“.
თათულისთან საუბრიდან გამომდინარე, ყველას დარჩება შათაბეჭდილება, რომ იგი ნადვილად შეყვარებულია თავის სამუშაოზე სირთულეებისა და პრობლემების მიუხედავად. „ყველა სამუშაოს, სამსახურს აქვს თავის სირთულეები, მაგრამ მათი გადალახვა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სამუშაოს და უფრო თავდაჯერებული ხდები. ყველა სირთულე  გაძლიერებს და მისი გადალახვის შემდეგ უფრო მიზანსწრაფული და ძლიერი ხდები. უამრავი წარმატებული პროექტი იყო მაგთიკომის ისტორიაში, თითქმის ყველა მათგანი თანაბრად წარმატებული, ეს უფრო მეტ სტიმულს გაძლევს და უფრო და უფრო მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება“.
კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად მომსხურეობის, მუდმივი სიახლეები და არჩევანის მრავალფეროვნება მიაჩნია. „მაგთიკომი არის ნოვატორი კომპანია, ის თავის მომხმარებელს თითქმის ყოველთვის პირველი სთავაზობს სიახლეს, როგორც ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, ისე ბაზარზე არსებული პროდუქტების მხრივ. ჩვენ ვფარავთ დასახლებული ტერიტორიის 98%-ზე მეტს, ვემსახურებით 2 800 000 აბონენტზე მეტს და ყველა ტიპის მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას ვთავაზობთ. მაგთიკომი 5 ბრენდით არის წარმოდგენილი, სამი მობილური ბრენდით: მაგთი, ბალი, ბანი, ფიქსირებული ტელეფონია – მაგთიფიქსი და თანამგზავრული ტელემაუწყებლობა – მაგთისატი“.
საქართველოში წარმატებულ კომპანიად, ბრენდად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რა თქმა უნდა „მაგთი“ მიაჩნია, სხვა სფეროდან კი „სანტეს“, „PSP-ს“, „ბარამბოსა“ და „საქართველოს ბანკს“ გამოყოფს. ცხოვრებაში დიდ მიღწევად, ამ ეტაპზე, შვილს და საყვარელ საქმეს თვლის, თუმცა  „ყველაზე დიდი მიღწევა ჯერ ალბათ წინ მაქვს“. საყვარელი ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებს – “არასოდეს თქვა არასოდეს!“.
და ბოლოს, დამწყებ პროფესიონალებს ურჩევს: მაქსიმალური ცოდნა მიიღონ თავიანთ  პროფესიაში, იყვნენ თვითდაჯერებულები, გულწრფელები და მუდმივად გაეცნონ სიახლეებს.

Spam სისტემა ქართულად

გაუზიარე Coca-Cola