22
Oct
2019

მეცნიერებმა თაგვებს მინიატურული მანქანების მართვა ასწავლეს

22 Oct 2019

Alta
Alta


რიჩმონდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებს მინიატურული მანქანების მართვა ასწავლეს. New Scientist-ის ცნობით, ეს დიდი ნაბიჯია ცხოველთა კოგნიტური უნარების შესწავლის კუთხით. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ გზით შეძლებენ შეისწავლონ, თუ რა კავშირია ახალი უნარების ათვისებასა და სტრესთან გამკლავებას შორის. ასევე, რა გავლენა აქვს ნევრულ მდგომარეობას ჩვენს უნარზე გავუმკლავდეთ კომპლექსურ სიტუაციებს.

როგორც ვიდეოში ვხედავთ, თაგვები საკვების კონტეინერებისგან დამზადებულ პატარა მანქანას მართავენ. მანქანის მართვა სამი მიმართულებით შეიძლება – პირდაპირ, მარცხნივ და მარჯვნივ.

მკვლევარები თაგვებს საჭმლით ამოტივირებდნენ. აღმოჩნდა, რომ მანქანის მართვა და ნავიგაცია, ადამიანების მსგავსად, განტვირთვის საშუალებაა თაგვებისთვისაც. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ანუ, მინიატურული მანქანების მართვისას, თაგვებს კორტიზოლის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავს ექსპერიმენტებს ნეიროფსიქიატრიული მდგომარეობების შესწავლისთვისაც გამოიყენებენ.

განხილვა