Timberland-მა თავისი ახალი კოლექციის წარმოსადგენად ეფექტური გზა მონახა და საზოგადოებას განსხვავებული სანახაობა შესთავაზა. საუკეთესო მოცეკვავეები და შთამბეჭდავი მოძრაობები. სააგენტო Pereira & O’Dell-ის მიერ შექმნილი 2 წუთიანი სარეკლამო ვიდეორგოლი თავისი სანახაობით იმდენად მომხიბლავია, რომ თავისუფლად აიყოლიებს მაყურებელს, ამასთან, იმის წარმოდგენასაც კი შეუქმნის, რომ ბრენდის ახალ კოლექციასთან ერთად, მსგავსი მოძრაობების შესრულებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს; მთავარია მხოლოდ Timberland-ის ახალი კოლექციის ქონა და მონდომება.
https://www.youtube.com/watch?v=j5G4MKmXIfU