in

როგორ დაიცვან თავი გადაწვისგან შემოქმედმა ადამიანებმა

M2
M2

შემოქმედებითი სამუშაო უფრო მეტია, ვიდრე იდეების ქონა. ის მოითხოვს თქვენს დროს, ფანტაზიას, ფოკუსის გასწორებასა და ენერგიას. და როდესაც ეს რეზერვუარები იწურება, პროექტებზე მუშაობა სულ უფრო რთულდება. დავალება, რომელსაც ოდესღაც აღტაცებული ასრულებდით, ახლა აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავს. 

პრობლემა ის არის, რომ ჩვენს სფეროში ადამიანები თავს ნაკლებად უფრთხილდებიან და ხშირად არიან გადაღლილები. იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც კრეატიულ ინდუსტრიაში არიან, ხშირად მუშაობენ ღამით, გადაღლა კი მათი ცხოვრების ჩვეულებრივი რუტინაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება წელიწადის ამ სეზონზე, როდესაც დღეებო მოკლდება და ღამეები გრძელდება.

თავის შეკავება

ყველაზე მნიშვნელოვანია ნიშნების შემჩნევა, სანამ ისინი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები გვირჩევენ, გავაკეთოთ პაუზები და შევისვენოთ, ძილი კი დავაფასოთ, როგორც ჩვენი სამუშაოსა და პროდუქტიულობის  აუცილებელი რესურსი.

ზოგჯერ ცდუნება ძალიან დიდია, რომ ბოლომდე მიიყვანოთ საქმე, ან დამატებით მოძებნოთ იდეები და კრეატიული პროექტები, მაგრამ თავის შეკავება, საათზე დახედვა და დროული შესვენების გამოცხადება საუკეთესო გამოსავალია.

უარის თქმის ძალა

როდესაც სიმპტომებს ამოიცნობთ, რა შეგიძლიათ რეალურად გააკეთოთ? თქვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი უარის თქმაა. ან სულ მცირე, მაშინვე „კი” არ უნდა განაცხადოთ. 

ბევრი შემოქმედებითი ადამიანი სტრესს განიცდის, როდესაც შემოთავაზებაზე ან ახალ დავალებაზე უარს ამბობს. საუკეთესო რჩევაა, არ მოგერიდოთ თქვენი დროის დაფასება და უხერხულად არ იგრძნოთ თავი იმის გამო, რომ დამატებით პროექტზე ან მოულოდნელ დავალებაზე უარს იტყვით.

დააწესეთ საზღვრები

ფრილანსერობას ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ მინუსი ისაა, რომ თქვენი სამუშაო დრო არასოდეს მთავრდება. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ გადაწვისკენ მიემართებით. „24/7 პროდუქტიულობისკენ სწრაფვა სრულიად დამანგრეველია. ის ანგრევს თქვენს ჯანმრთელობას, ურთიერთობებს და თავად იმ პროფესიასაც კი, რომელშიც ასეთი შეუჩერებელი ხართ.

ძილის დრო უკვე ვახსენეთ, მაგრამ დღის განმავლობაში აუცილებლად გამოყავით ერთი საათი მაინც, რა დროსაც შეისვენებთ და არაფერს გააკეთებთ. გამოაღეთ ფანჯარა, მოიდუღეთ ყავა, ჩართეთ მუსიკა, წამოწექით და თვალები დახუჭეთ…ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგ კვლავ განაახლოთ მუშაობა.

იაპონური სიარულის ტექნიკა

შემოქმედი ადამიანები გვირჩევენ ახალ, იაპონური სიარულის ტექნიკას, რომელიც სულ 30 წუთს წაგართმევთ და, სამაგიეროდ, საკმაოდ დაგეხმარებათ. სამი წუთი სწრაფად, სამი წუთი ნელა – ეს არის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, გადატვირთულ გონებას ფოკუსირების საშუალებას. ეს ტექნიკა კარგია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ვარჯიშის დრო არ აქვთ.

შექმენით რამე პერსონალური

როდის შექმენით ბოლოს რაიმე მხოლოდ საკუთარი თავისთვის? გადაღლილობა ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც თქვენი გატაცება მხოლოდ სამუშაოდ იქცევა. დაიცავით თქვენი სიმშვიდე პირადი პროექტებისთვის, ექსპერიმენტებისთვის ან თუნდაც თქვენი სფეროს გარეთ ხელოვნების სხვა ფორმების შესწავლით. 

მსგავსი ქცევები ხელს უწყობს თქვენი საქმისადმი სიყვარულის ხელახლა გაღვივებას ზეწოლის გარეშე.

ყველაფრის კეთების მცდელობა

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც გვეუბნება, რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არ შეგვიძლია. როდესაც ძალიან ბევრს ვცდილობთ, ძალიან დიდ დროსა და ენერგიასაც ვახარჯავთ ამას და, საბოლოოდ, გადავიწვებით. 

ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, საქმიანობების ლიმიტირებულ ჩარჩოებში მოაქციოთ.

საბოლოო რჩევა

არ დაგავიწყდეთ თქვენი მიღწევების აღნიშვნა და საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა. ეს შეგინარჩუნებთ მოტივაციას, რათა წარმატებას მიაღწიოთ თქვენს ცხოვრებასა და ბიზნესში.

თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი – „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა

რას ფიქრობენ თაობები შრიფტებზე? — Monotype-ის ახალი მოხსენება მიმდინარე ტენდენციებს ავლენს