in

ჩინეთში აღმოჩენილი თავის ქალა ადამიანთა არცერთ სახეობას მიეკუთვნება!

რას ნიშნავს ეს?

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩინეთში ადამიანის უძველესი ნამარხი აღმოაჩინა, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი ნიმუშებისგან განსხვავებულია — არც ნეანდერტალელია, არც დენისოვანი და არც ჰომო საპიენსი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანთა საგვარეულო ხეს კიდევ ახალი ტოტი შეემატოს. ყბა, თავის ქალა და ფეხის ძვლები, რომლებიც ჯერჯერობით კლასიფიკაციის მიღმა დარჩენილ HLD 6-ს ეკუთვნის, აღმოსავლეთ აზიაში 2019 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ კი ცდილობდნენ დაედგინათ, ჩვენთვის ცნობილი რომელი შტოს წარმომადგენელი იყო.

M2
M2

ამ ჰომინინის სახე თანამედროვე ადამიანის ხაზის მსგავსადაა აგებული, რომელიც ჰომო ერექტუსს 750 000 წლის წინ გამოეყო. მაგრამ პატარა ნიკაპი მეცნიერებს უფრო მეტად დენისოვანს აგონებს, რომელიც აზიაში უძველესი ჰომინინის გადაშენებულ სახეობას წარმოადგენს და ნეანდერტალელებს 400 000 წელზე მეტი ხნის წინ გამოეყო. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ მათ სრულიად ახალ შტოს მიაგნეს, ჰიბრიდულს, რომელიც თანამედროვე და უძველეს ადამიანებს შორისაა მოქცეული.

ისტორიულად, ჩინეთში მრავალი ჰომინინის ნამარხი უნახავთ პლეისტოცენის პერიოდიდან, რომლებიც ცალსახად ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა ადამიანთა რომელიმე კატეგორიას. ამას კი თანამედროვე კაცობრიობისკენ მიმავალი გზის შუალედური ვარიაციებით ხსნიან, იქნება ეს ჰომო საპიენსის არქაული ნიმუში თუ ჰომო ერექტუსის თანამედროვე ნიმუში. თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი არ უჭერს მხარს…

აღმოჩენილი ნეშტი 12 ან 13 წლის ბავშვს უნდა ეკუთვნოდეს. ამ უძველეს ჰომინინში აღმოჩენილი ფიზიკური მახასიათებლები აზიაში სამი ხაზის თანაარსებობას ადასტურებს — ჰომო ერექტუსი, დენისოვანი და ეს ახალი შტო, რომელიც ფილოგენეტიკურად ჩვენთან ძალიან ახლოსაა“.

საინტერესოა ისიც, რომ ჰომო საპიენსი ჩინეთში მხოლოდ 120 000 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჩვენი თანამედროვე მახასიათებლები იქ ამაზე ადრე არსებობდა… შესაძლოა, ეს ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელების ბოლო საერთო წინაპარიც იყოს, რომელიც ჯერ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გაჩნდა, შემდეგ კი სხვა კონტინენტებზე გავრცელდა. თუმცა ამ თეორიას ახლა უფრო მეტი არქეოლოგიური კვლევით სჭირდება დამტკიცება… 

კრეატიულობა მხოლოდ ჩვენი ფანტაზიით შემოიფარგლება

Apple Music-ის ფარული ხელსაწყო ახალი სიმღერების პოვნას გაამარტივებს