in

რა უნდა გააკეთოთ, თავის მოვლა სტრესად რომ არ იქცეს?

M2
M2

სტრესის მატებასთან ერთად თავის მოვლაც აქტუალური ხდება… შესაძლოა, ის, რაც გჭირდებათ, უბრალოდ ცხელი აბაზანა ან ტყეში გასეირნება იყოს, მაგრამ თავის მოვლის ტრადიციული აქტივობები სულაც არ არის საკმარისი და არც ე. წ. აბაზანის ბომბები აგვარებს პრობლემას. მეტიც, ამან შეიძლება დამატებითი წნეხის ქვეშ მოგაქციოთ და ნეგატიურობის წყაროც გახდეს. 

საბედნიეროდ, აქ თქვენთვის სასარგებლო ალტერნატივებიც არსებობს:

სტრესში მყოფი ერი

დიახ, თუ სტრესს განიცდით, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ადამიანთა 45%-ზე მეტია თქვენ გვერდით. უარყოფითი გრძნობები კი ახალგაზრდა თაობებს განსაკუთრებით აწუხებს — 18-24 წლამდე დასაქმებულების 91% სტრესშია, 98% კი გამოფიტულია

თავის მოვლის მიდგომის შეცვლა

სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი სტრესის შესამცირებლად. ხოლო, როცა იგი გასაკეთებელი საქმეების სიას ემატება, თავად ამ სტრესის წყაროც კი ხდება…

ზოგიერთი თავის მოვლას განსაზღვრავს, როგორც საკუთარი თავის განებივრებას, მაგრამ თუ ამ საკითხს მეტად ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ თავის მოვლა რეალურად ეხება იმას, თუ რა გჭირდებათ, რა გმატებთ ენერგიას ან როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური კეთილდღეობა. ამ განმარტებაზე დაფუძნებით, შესაძლებელია, თავის მოვლის მეთოდის გადახედვა ისე, რომ იგი თქვენთვის მეტად სასარგებლო და ნაკლებად სტრესული გახდეს. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ ამის განსაზღვრისას:

განიხილეთ აჩქარება შენელების წინააღმდეგ

მართალია, თავის მოვლაში ბევრი დასვენებასა და ნელ ტემპს მოიაზრებს, მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც თქვენთვის საუკეთესოდ მუშაობს. შესაძლოა, დილით 5-წუთიან მედიტაციას მიმართოთ ან მიხვდეთ, რომ სირბილი თქვენთვის უფრო სასარგებლოა…

მარტო ყოფნის ნაცვლად, სხვებთან ერთად დროის გატარებაზე იფიქრეთ

სტრესის შემცირების ერთ-ერთი მეთოდი სწორედ დროის სხვებთან ერთად გატარება შეიძლება იყოს. აქ კოლეგასთან საუბარი დაგეხმარებათ, საყიდლებზე გასვლა დედასთან ერთად ან სულაც, მეგობრებთან შეხვედრა. 

ხოლო, ის, თუ ვისთან ერთად გაატარებთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია — ხშირად ადამიანებს არ სურთ იმასთან ერთად ყოფნა, ვინც არანაირ ღირებულებას მატებს მათ ცხოვრებას. ამიტომ კარგი იქნება, თუ იმ ინდივიდების რაოდენობას შეამცირებთ, რომლებიც ენერგიას გართმევენ… ხოლო, თუ სხვებთან ერთად ყოფნა ენერგიას გაძლევთ, აირჩიეთ, ვის და რა გზებით დაუკავშირდეთ.

არას ნაცვლად, კის თქმა განიხილეთ

უთხარით უფრო მეტი კი სოციალიზაციას, მოხალისეობას ან, თუნდაც, ახალ შესაძლებლობებს სამსახურში. შესაძლოა, არას თქმით საკუთარი თავისთვის უფრო მეტი დრო გქონდეთ, მაგრამ ეს საქმის ზედმეტად გამარტივებაა. ახალი გამოწვევების მიღება, კავშირების გაფართოება და საკუთარი თავისთვის ახალი უნარების დაუფლებაში ხელშეწყობა ენერგიის მომტანი შეიძლება იყოს. კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი რაღაცების სწავლა ხშირად ბედნიერებასაც უკავშირდება… 

სრულყოფილების ნაცვლად, განიხილეთ შესანიშნაობა

აქ კი თქვენ მიერ დაწესებული სტანდარტების შეცვლა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთება გინდოდეთ, მაგრამ პერფექციონიზმი თქვენს კეთილდღეობას უთხრის ძირს, დეპრესიას, გამოფიტვას, სიბრაზესა და მეტად სავალალო შედეგებსაც კი იწვევს. ამიტომ, უნდა ეცადოთ, იყოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია და არა, საუკეთესო ადამიანი სამყაროში… გახსოვდეთ, რომ ის, რაც სხვისი ძლიერი მხარეა, თქვენთვის სულ სხვა რამ შეიძლება იყოს. 

ნივთების ნაცვლად, მიიღეთ მაღალი ხარისხის გამოცდილება 

კვლევის თანახმად, ადამიანები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, როცა ფულს რაღაც გამოცდილების მისაღებად ხარჯავენ და არა, ნივთების საყიდლად. ხოლო, როცა ინდივიდები ისეთი რაღაცებისთვის გამოყოფენ დროს, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ, თვლიან, რომ უფრო თავისუფლებიც არიან. თუმცა, შესაძლოა, არასდროს გვქონდეს საკმარისი დრო იმ ყველაფრის გასაკეთებლად, რაც გვსურს. ამის გაანალიზებით კი არჩევანის გაკეთებასა და მასზე ფოკუსირებას უფრო მეტად შევძლებთ. 

ისიამოვნეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობით, დაისვენეთ შაბათ-კვირას, დააფასეთ თქვენი სამსახური ნაცვლად იმისა, რომ მუდამ რაღაც უფრო დიდისკენ მიისწრაფვოდეთ. ნამდვილი თავის მოვლაც გაძლევთ საშუალებას, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გაატაროთ დრო, რისგან მიიღოთ ენერგია და განსაზღვროთ, რომელი არჩევანი იმუშავებს თქვენთვის საუკეთესოდ. 

რატომ არის ERP კომპანიისთვის მნიშვნელოვანი?

Spotify-ის „დროის კაფსულა“ მუსიკალურ მეხსიერებას ასახავს