in

საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის “Freedom House” ინტერნეტის შესახებ კვლევაში საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა. რეიტინგში, 100 ქულა გულისხმობს სრულიად არათავისუფალს, 0 – სრულიად თავისუფალს.

კვლევაში საქართველოს 25 ქულა აქვს მინიჭებული, თუმცა, აქვე, აღნიშნულია, რომ 2018 წელს, ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების დონე იკლებდა.
საქართველოს წვდომის დაბრკოლებების მაჩვენებელში 25-დან 6 ქულა, კონტენტის ლიმიტის მაჩვენებელში 35-იდან 6, ხოლო მომხმარებლების უფლებების დარღვევაში ქვეყანას 40-დან 13 ქულა მიენიჭა.კვლევის მიხედვით, ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (6 ქულა), ესტონეთსა (6 ქულა) და კანადაში (15 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩინეთში (88 ქულა), ირანსა (85 ქულა) და ეთიოპიაში (83 ქულა).

 “Freedom House” არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს საერთაშორისო კვლევებს, ხელს უწყობს დემოკრატიის ადვოკატირებას ქვეყნებში, მუშაობს პოლიტიკურ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

ხურდის დაბრუნების წესი იცვლება

თბილისში სარწყავი ლენტის საწარმო აშენდება