in

ტარიფს მგზავრი ირჩევს, გამოძახებას – მძღოლი. ეს თავისუფალი ტაქსია.

Free Taxi

“თავისუფალი ტაქსი”-ს სერვისი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მძღოლსაც და მგზავრსაც. ამიტომ შეირჩა ეს სახელიც.

Free Taxiპრინციპი ასეთია : მგზავრი რეკავს ოპერატორთან, ასახელებს მისამართს და თავად ადგენს ტარიფს. ქოლცენტრიდან გამოძახება ინტერნეტში თავსდება, ამ ინფორმაციას კი მძღოლები მობილური ტელეფონის საშუალებით იღებენ. ვისაც სურს, გამოძახებას თანხმდება.

[pullquote]ტარიფს მგზავრი ირჩევს, გამოძახებას – მძღოლი.[/pullquote]

“გამოძახების განთავსების ვადა თავიდანვე განსაზღვრულია. მგზავრი თავად ამბობს, მაქსიმუმ, რამდენ ხანს დაელოდება. დროის გასვლის შემდეგ, თუ არც ერთი მძღოლი არ დათანხმდება, იხსნება ეს განცხადება და უქმდება გამოძახება. თანაც, ქოლცენტრში დარეკვა უფასოა. როდესაც მგზავრი რეკავს, ოპერატორი უთიშავს და თავად უკავშირდება გამოძახების გასაფორმებლად. რაც შეეხება მძღოლების ანაზღაურებას. თითო ტარიფის 90%-ის იღებს. საამისოდ, მძღოლი წინასაწარ, თავის ანგარიშზე რიცხავს თანხას და ყოველი გამოძახების შემდეგ “ეჭრება” ეს 10%. დანარჩენი თავად რჩება”, ამბობს კომპანიის დირექტორი ზურა კერძევაძე.

581547_3800987104622_974313998_n“თავისუფალი ტაქსი” ჯერ-ჯერობით, მხოლოდ თბილისშია. ამჟამად, 88 მძღოლია დასაქმებული. კომპანიაში ამბობენ, რომ მალე მათი რიცხვი 200-მდე გაიზრდება.  ზურა კერძევაძე ამბობს, რომ მძღოლების სიმცირე გამოძახების შესრულების ალბათობას ამცირებს, რადგან გამოძახების გაფორმება ნებაყოფლობით ხდება. შესაბამისად, ბიზნესის განვითარების კუთხით, ცვლილებას აუცილებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მეტი მანქანის არსებობის შემთხვევაში, გამოძახების შესრულების მეტი შესაძლებლობა იქნება.

.იმის გათვალისწინებით რომ კომპანია და სერვისი ახალია ამბობენ, რომ , დღეში, დაახლოებით, 8-10 გამოძახება შემოდის. აქედან, 1 ან 2 არ სრულდება. თუმცა, ჯერ -ჯერობით არც აქტიურ სარეკლამო კამპანიას არ აწარმოებენ. სერვისის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოციალური ქსელის გვერდით და თავად, მგზავრების საშაულებით ვრცლედება.

დაახლოებით ასეთი სერვისი უკრაინაშიც არსებობს. ზურა კერძევაძის თქმით, მოდელის გამეორების მიუხედავად, უკრაინისაგან განსხვავებით, თბილისში ტარიფს მგზავრი აწესებს და არა ოპერატორი.

რეკლამისა და ცნობადობის ნაკლებობის მიუხედავად, კომპანიაში ამბობენ, რომ “თავისუფალი ტაქსი” კონკურენტებს მთავარი მგზავრის მიერ დადგენილი ტარიფით “უპირისპირდება” . ამიტომ, მიაჩნიათ, რომ სულ მალე კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ.

შეაფასეთ თავისუფალი ტაქსის იდეა. ისარგებლებდით? 

რას ნიშნავს იყო უსახლკარო და როგორ გამოცადეს გერმანელებმა ეს!

ტურბოს ნაკლეიკები

საღეჭი რეზინი “ტურბო” და დაზღვეული ძველი მეგობარი