in

„თავისუფლება უპირველესად აზროვნებაა…“ – ევექსი კლინიკების გზავნილი, დათო ტურაშვილთან და მაია აბაშიძესთან ერთად

თავისუფლება, უპირველესად აზროვნებაა და არჩევანის თავისუფლება კი, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ გზაზე, რასაც კაცობრიობის განვითარება ჰქვია. /დათო ტურაშვილი, „თავისუფლება უპირველესად აზროვნებაა“/

თუკი 2023 წლისთვის ერთი მთავარი სიტყვის არჩევას გთხოვდით, რა სიტყვა იქნებოდა ეს? უკვე მესამე წელია, ევექსი კლინიკები ირჩევს სიტყვას, რომელიც მომდევნო წლის მთავარ საკომუნიკაციო ქვეკუთხედად იქცევა ხოლმე. თუ ჯერაც არ გჯერათ, რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთ სიტყვას, გაიხსენეთ, რამხელა ემოცია მოჰყვა ექიმებისადმი ნათქვამ „მადლობას“ პანდემიის დროს. შერჩეული საკომუნიკაციო თემა მრავალი მიმართულებით იშლება და საჩუქრების გარდა, ჩვენი გონების მთავარ მამოძრავებელ როლს ირგებს.

2023 წელს, ევექსი კლინიკებისთვის მთავარი საკომუნიკაციო სფერო თავისუფლება იქნება. თავისუფლების ცნება ყველასთვის განსხვავებულია და ინდივიდუალურ ღირებულებასთან ასოცირდება. თავისუფლების საკომუნიკაციო არხებში გაშლა, ევექსი კლინიკების მარკეტინგის გუნდმა ლიტერატურისა და მხატვრობის დახმარებით გადაწყვიტა. კამპანიის ფარგლებში, მწერალი დათო ტურაშვილი და მხატვარი მაია აბაშიძე მიიწვიეს. დათო ტურაშვილმა „თავისუფლებას“ ესსე მიუძღვნა, მაია აბაშიძემ კი ერთი ტილო და თორმეტი ილუსტრაცია შექმნა.

„თავისუფლება უპირველესად აზროვნებაა და ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, ვინც სხვის თავისუფლებაზე არ ფიქრობს, თვითონაც ვერასოდეს ხდება თავისუფალი და ჩვენი სუბიექტური აზრით, ჩვენი თავისუფლებისა და თანასწორობის უძველესი საიდუმლო, ჩვენი სუფრის უნიკალურ ტრადიციაში იბადებოდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ქართული ღვინო გვათანაბრებდა ყველას და ისე გვათანასწორებდა, რომ ჩვენს ქვეყანაში (სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით), სოციალური მოტივით, არც აჯანყება და არც სისხლიანი დაპირისპირება არასოდეს გვქონია,“ – გვიამბობს დათო ტურაშვილი ესსეში, რომელიც თავისუფლებას მიუძღვნა.

როგორ გარდაიქმნა ევექსი კლინიკების ინიციატივა ყოველწლიურ ტრადიციად, ევექსი კლინიკების მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების დირექტორი ნათია კაპანაძე გვიამბობს.

M: უფრო ვრცლად, რას გულისხმობს ევექსი კლინიკების ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ირჩევთ წლის საკომუნიკაციო თემას?

იდეა პანდემიის დროს დაიბადა და მომდევნო ორ წელიწადში კიდევ უფრო საინტერესო ხასიათი მიიღო. პანდემიის დროს, განსაკუთრებით ვცდილობდით ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით გვქონოდა ჩვენს 3000-მდე თანამშრომელთან ემოციური კონტაქტი, გაგვემხნევებინა ბრძოლის ველზე მყოფი თანამშრომლები და მათთან მიგვეტანა ჩვენი მადლიერება. ამისთვის, 2021 წელს, წლიური ბრენდირებული მასალები (კალენდარი, ბლოკნოტი და ა.შ.) ვაქციეთ ახალ საკომუნიკაციო არხად, სადაც პირველ წელს გავიტანეთ გზავნილი „მადლობა“. ამგვარად, გამოვხატეთ მადლიერება ყველა თანამშრომლის მიმართ, მათი სამუშაო მიმართულებების მიხედვით.

2022 წელს, კიდევ უფრო საინტერესო სახე მივეცით ამ ყველაფერს. პანდემიის მძიმე პერიოდის შემდეგ, ყველას გვჭირდებოდა პოზიტივზე გადართვა და სტრესიდან ეტაპობრივად გამოსვლა. შევქმენით საინტერესო ნამუშევრები, რომლის მთავარი გზავნილი „პოზიტივი“ იყო. გზავნილმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებში.

2023 წლისთვის, ჩვენი გზავნილი აგრძელებს საინტერესო ცხოვრებას და ის საუბრობს ჩვენს საერთო დიდ ღირებულებაზე – „თავისუფლებაზე“.

M: რა სათქმელს გადმოსცემს წლევანდელი თემა „თავისუფლება“ და რა სიმბოლურ დატვირთვას ხედავთ? 

სამყარო საუბრობს და მიდის თავისუფლებისკენ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის ეს ყველაზე ახლო ცნება და ღირებულებაა.

თავისუფლებაზე საუბარი აუცილებელია, იმისათვის, რომ წინ წავიდეთ, განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია სწორი განმარტებები და თავისუფლების მოტივაცია, რომ ეს სურვილი არ გაქრეს, არამედ იცხოვროს ჩვენში და კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს.

ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა დათო ტურაშვილი, რომელმაც საოცარი და ემოციური მიმართვა დაგვიწერა, გიზიარებთ მიმართვის მთავარ გზავნილს „თავისუფლება, უპირველესად, აზროვნებაა…“

ასევე სპეციალურად ჩვენთვის შექმნა თავისუფლების თემატიკაზე ნამუშევარები მხატვარმა მაია აბაშიძემ, რომელმაც მიუძღვნა თავისუფლების თემატიკას ერთი ნახატი და 12 ილუსტრაცია, რომელიც თავისუფლებას მოძრაობაში გამოხატავს.

M: პროექტის ფარგლებში, მწერლისა და მხატვრის შემოქმედება როგორ დააკავშირეთ? რით იყო თქვენთვის საინტერესო სათქმელის სახვითი ხელოვნებითა და ლიტერატურით გადმოცემა?

ერთია, გქონდეს იდეა და მეორეა, ამის ისე გადმოცემა, რომ მთავარი ემოცია არ დაიკარგოს და სათქმელი სწორად მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.

დათო ტურაშვილის დახმარებით, ჩვენი გზავნილი თავისუფლების თემაზე გახდა ძალიან შინაარსიანი, ლიტერატურული და მხატვრული. მხატვარმა მაია აბაშიძემ კი ყოველივე ეს ფანტასტიკურად გადაიტანა ნახატებში და თავისუფლება მოძრაობაში გამოხატა. საერთო ჯამში, მივიღეთ ნამუშევარი, რომელიც ატარებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნს თავისუფლებასთან მიმართებაში და ჩვენს პირად პასუხისმგებლობებზე გვაფიქრებს.

M: ვის გინდათ მიაწვდინით თქვენი სათქმელი?

პირველ რიგში, ჩვენი გზავნილი ჩვენს თანამშრომლებს ეკუთვნით. ასევე, დიდი სიყვარულით ახალი წელს საჩუქრად გადავცემთ ჩვენს მრავალრიცხოვან პარტნიორებს. იმედი გვაქვს, ჩვენი წლევანდელი საჩუქარი წინა წლის პოზიტივის სწორი გაგრძელება იქნება და უპასუხებს ევექსი კლინიკების, როგორც მზრუნველი და მხარდამჭერი ბრენდის მისიას – ხელი შევუწყოთ საზოგადოების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

აი, როგორია ბუნებით შთაგონებული საშობაო შეფუთვა

3 პროგნოზი 2023 წლის მოდის ტენდენციების შესახებ