რას მოასწავებს გაქცეული პატიმარი, რომაული ლეგიონი და ფუმფულა კურდღელი ლონდონის ქუჩებში? ისინი Giffgaff-მა მოიწვია, რომ ადამიანებს თავისუფლების შეგრძნებაში დახმარებოდნენ.
ლონდონის ხალხმრავალ ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ, მობილური კავშირის ოპერატორმა Giffgaff ხმაურიანი და სახალისო წარმოდგენა დადგა. ორწუთიანი მოქმედების მთავარი გმირი, ყურადღების ცენტრში მოულოდნელად ექცევა და ქუჩის თეატრალური წარმოდგენის მონაწილე ხდება.
სააგენტო Mc&T-მ გამვლელების ყურადღება ინტერაქტიული ბილბორდით მიიქცია, რომელიც მათ ერთ კითხვას უსვამდა: ხართ თუ არა თავისუფალი?
Giffgaff-ი აბონენტებს სრულ თავისუფლებას სთავაზობს. სხვა კომპანიების მომხმარებლისგან განსხვავებით, მათ მობილური ოპერატორის სერვისით სარგებლობა კონტრაქტის გარეშე შეუძლიათ, რაც უამრავი შეზღუდვისგან გათავისუფლებას გულისხმობს.














