in

„თავისუფლება გულს დასახული” – ზვიად მღებრის ახალი კომპოზიცია

 #არარუსულკანონს – ამ გზავნილით უკვე ერთი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მას თავისებურად ეხმიანებიან ხელოვანებიც, რომელთა შორისაა ზვიად მღებრიც, ფილმის კომპოზიტორი და ხმის დიზაინერი. მიმდინარე მოვლენების ფონზე, მან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ახალი სიმღერა გამოუშვა, რომლის ტექსტიც გიორგი ლეონიძის, ცნობილი ქართველი პოეტის ლექსზეა დაფუძნებული. 

BOG
BOG

ზვიად მღებრი – ფილმის კომპოზიტორი/ ხმის დიზაინერი

„დღევანდელი მოვლენებით მეც ისევე აღელვებული ვარ, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მგონია, რომ საქართველო ასეთი ერთიანი დიდი ხანია არ ყოფილა. ცხადია, რომ დიდი ისტორიული მოვლენის შემსწრენი ვართ და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ამ საერთო საქმეში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.  

გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად ამ სიტუაციის შესაბამისი და საბრძოლო შინაარსის კომპოზიცია შემექმნა, რომელიც, მიუხედავად ჩემი გადატვირთული გრაფიკისა, 3-4 დღეში მომზადდა. აღსანიშნია ისიც, რომ ამ კომპოზიციის არასრული ვერსია ადრე მქონდა შექმნილი, რაც დამეხმარა მის სწრაფად დასრულებაში.

სიმღერის ტექსტი არის გიორგი ლეონიძის ლექსის, „საქართველოს” მიხედვით. ლექსის შერჩევაში დამეხმარა რეჟისორი გიორგი მეშველიანი, იგივე „ავი მუსაიფი”. ამ ლექსში განსაკუთრებით მომეწონა ფრაზა: „შენი მარჯვენა და შენი დროშა ორი ათას წლის ნაომარია” და გამოვიყენე მისამღერად.

ამ კომპოზიციით მინდოდა, რომ შინაგანი მუხტი კიდევ ამეწია და შემეხსენებინა ყველა ქართველისთვის, რომ ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ სააუკუნეების მანძილზე ჩვენთვის და თითქოს მათი ენერგიაც არის ჩვენთან დღეს. ქართველი ხალხი მუდამ გამოირჩეოდა თავისუფლების წყურვილით და მუდამ გაუჩერებლად იბრძოდა. ჩვენი წინაპრები იზიარებდნენ ევროპულ იდეოლოგიას, რუსეთი კი მუდამ ჩვენი მტერი იყო!”

Youtube-ის გარდა კომპოზიციის მოსმენა შესაძლებელია Spotify-ზე და Apple music-ზე. ასევე, მისი დამატება შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში, სთორიზე ან რილსებზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ადამიანები, რომლებიც Land Rover-ის ბრენდს წლების განმავლობაში ქმნიდნენ

მეტა Workplace-ის გაუქმებას იწყებს