თავისუფლება ისეთი სიტყვაა და ყველა ენაზე ისე ჟღერს, რომ თავისთავად რაღაც დადებითისკენ მიჰყავხარ. მერე, შინაარსობრივადაც რომ ჩაუღრმავდები, კიდევ უფრო მოგეწონება და მის ძიებას საკუთარ ცხოვრებაში აუცილებლად დაიწყებ. ყველა თავისებურად ხედავს თავისუფლებას: ვიღაცის წარმოდგენაში ამ სიტყვის ხსენებაზე ფრთაგაშლილი ჩიტი იხატება, ვიღაც ველურ ბუნებას წარმოიდგენს, ვიღაც კუნძულზე ყოფნას, ერთი სიტყვით, მისი აღქმა ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ მთავარი, რაც ყველა ადამიანს ამ ცნების გარშემო აერთიანებს, არის თავისუფლების სიყვარული, მისკენ სწრაფვა და შენარჩუნება.
როგორც ყველაფერი ძვირფასი, თავისუფლებაც არაა ადვილი და იოლად ხელმისაწვდომი. ის ზოგჯერ შეიძლება წაგართვან, მაგრამ დაიბრუნო. მაგალითად, გუშინ, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, რომლიც მოპოვებაც, ვიცით, რომ ქვეყნისთვის მარტივი არ ყოფილა, მის შესანარჩუნებლად ბრძოლას კი დღესაც აგრძელებს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ეს ჩვენი თავისუფლება ასეთი კარგი რომ არის, სხვადასხვა გზით თუ ხშირად შეგვახსენებენ, ურიგო არ იქნება. სოციალურ ქსელში ახალ და ძალიან საინტერესო კამპანიას წავაწყდით, რომელსაც გულგრილად ვერ ჩავუვლიდით. ეს არის სადაზღვევო კომპანია IMEDI L-ის პოსტერების სერია და ვიდეორგოლი, რომელსაც ფონად გასდევს თავისუფლებასთან ასოცირებული სიტყვების ნაკრები – მხიარულ მუსიკასთან შერწყმული. ამბავს კიდევ უფრო მივყევით და გავიგეთ, რომ ეს სიტყვები თავად ამ ბრენდის თანამშრომლებმა დაასახელეს, როდესაც მათ თავისუფლების დახასიათება სთხოვეს. სულ 20, სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანი შეირჩა, რომელმაც ფსიქოლოგთან გაიარა გასაუბრება და გარკვეული კითხვებით მივიდა იმ პასუხებამდე, რომლებსაც უკვე ჩვენ, გარეშე პირები შთამბეჭდავ ვიდეორგოლსა და პრინტკამპანიაში ვხედავთ. კამპანიაზე, საერთო ჯამში, დიდი გუნდის ძალისხმევა დაიხარჯა. მასზე მუშაობდნენ დიზაინერები, ტიპოგრაფები, ანიმატორები, გადამღები ჯგუფი და სხვა.
ყველა პროდუქტზე მუშაობას დაახლოებით 1 თვე დასჭირდა. ყველაზე საინტერესო იყო მოლოდინის პროცესი – თანამშრომლების არჩევის შემდგომ მთელი გუნდი სულმოუთმენლად ველოდით მათ პასუხებს ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე: „რა არის თავისუფლება?“. პირველად სია რომ ვნახე, ძალიან მოულოდნელი სიტყვები შემრჩა ხელში, რაც ძალიან საინტერესო იყო და ზუსტად იმაზე მეტყველებდა, რომ კამპანია ისეთი გამოდიოდა, როგორიც ჩვენ ყველას წარმოგვედგინა, – ნია, Sweeft-ის ექაუნთ მენეჯერი.
რა თქმა უნდა, მარკეტერში კამპანიის შესახებ უფრო მეტი დეტალის გაგებით დავინტერესდით და ამისთვის იმედი L-ის მარკეტინგის უფროსს, მარიამ ზავრადაშვილს გავესაუბრეთ:
M: მარიამ, რა არის ამ კამპანიის მთავარი გზავნილი?
თავისუფლების შესახებ თითქმის ყველა ადამიანს და მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებს, სხვადასხვანაირი და ხანდახან ერთმანეთისგან საპირისპირო ან საკამათო წარმოდგენები აქვთ. ჩვენი კამპანია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მისი მთავარი მესიჯი ასეთია: თავისუფლება არის სულ შენი, თავისუფლება არის საერთო. ამ კამპანიით გვინდოდა საზოგადოებისთვის და მათ შორის ჩვენი დაზღვეულებისთვის, რომელთა რიცხვი 160,000-მდეა, გვეჩვენებინა იმედი L-ის გუნდის გულწრფელი დამოკიდებულება თავისუფლების ცნებისადმი, რომ მიუხედავად ბევრნაირი განსხვავებული შეხედულებისა, თავისუფლება არის საერთო და თანაბრად მნიშვნელოვანი თითოეული ინდივიდისთვის.
M: კამპანია 26 მაისს ეძღვნება – თავად იმედი L-ისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თემატიკას ეხმიანება?
მოხარული ვართ, გამოვეხმაუროთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვან დღეს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ჩვენს ბრენდს ოთხი ძირითადი ფასეულობა აქვს, ესენია: განვითარება, მხარდაჭერა, შინაგანი სიმშვიდე და შედეგიანობა. ვფიქრობთ, რომ თავისუფლების გარეშე, თითოეული მათგანი და ჩვენი ბიზნესის საყრდენი შინაარსს კარგავს. გარდა ამისა, კამპანიის შექმნაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები: IT-დან, CRM-იდან, ფინანსებიდან, გაყიდვებიდან, პირველადი ჯანდაცვისა და საოპერაციო-ადმინისტრაციული დეპარტამენტებიდან. შესაბამისად, ეს კამპანია თავისი მესიჯით და მრავალფეროვნებით იმ ადამიანებს ასახავს, ვინც იმედი L-ს ქმნიან.
M: 1-2 სიტყვით უშუალო პროცესსაც შევეხოთ – რის მიხედვით აირჩნენ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ვიდეორგოლში, რა გამოიკვეთა გამორჩეულად საინტერესო ამ პროცესში, რომელი სიტყვები გამოიკვეთა ყველაზე აქტიურად ამ გამოკითხვაში?
კამპანიის მონაწილეების შერჩევისისას მთავარი კრიტერიუმი განსხვავებულობა იყო სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლის რანგის, განათლების, გამოცდილების, ახლანდელი სამუშაო მიმართულებისა თუ ასაკის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში სულ 20 თანამშრომელი მონაწილეობდა, ისინი იმგვარად შევარჩიეთ, რომ მთლიანი გუნდის პათოსი გამოეხატათ თავისუფლებასთან მიმართებაში.
გამოკითხვის პროცესი ძალიან საინტერესო, ხშირად დამაფიქრებელი და მოულოდნელი იყო, იმ პასუხებისა და ასოციაციების მიხედვით, რაც იმედი L-ის თანამშრომლებმა თავისუფლების თემატიკაზე დაასახელეს. როგორც გამოკითხვის პროცესმა, ისე საბოლოო პროდუქტმა დაადასტურა, რომ თავისუფლება არის ბევრი, თუმცა თავისუფლება არის საერთო.
ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე სიტყვა ან სიტყვები გამოიკვეთა, ყველა სიტყვა იმდენად განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან, რამდენადაც თვითონ ადამიანები.
26 მაისი ჩვენთვის, ისევე როგორც ყველასთვის ძალაინ მნიშვნელოვანი დღეა. კამპანიის იდეასა და კონცეფციაზე მუშაობა postred creative studio-ში დავიწყეთ და ბრეინშტორმინგის დროს ერთმანეთს ვკითხვეთ, “და მაინც რა არის თავისუფლება?”.
მივხვდით, რამდენ ადამიანსაც არ უნდა ვკითხოთ ზუსტად იმდენივე განსხვავებულ განმარტებას მივიღებთ. თავისუფლება სხვადასხვანაირია, ბევრია, ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ყველა განსხვავების მიუხედავად თავისუფლება საერთოა, მის გარშემო ყველა ვერთიანდებით.
სწორედ ამ აზრის გადმოცემა გვინდოდა, დავამუშავეთ კამპანიის კონცეფცია და Sweeft-ს წარვუდგინეთ. ყველამ ჩვენსავით შეიყვარა იდეა და საბოლოოდ თავისუფლების იდეის გარშემო Postred Creative Studio და Sweeft-იც გავერთიანდით, – ლიზა რატიშვილი, Postred Creative Studio-ს არტ დირექტორი.
კამპანიისთვის იმედი ელთან ერთად კიდევ ორი კომპანია: Sweeft და Postred Creative Studio გაერთიანდა. გარდა ანიმაციური კლიპისა და პოსტერებისა, ჯგუფმა ერთი საინტერესო მასალაც მოგვიმზადა. ეს არის ე.წ. case ვიდეო, რომელშიც ასახულია მთელი სამუშაო პროცესის შიდა სამზარეულო. ამ ვიდეოში გუნდის წევრები გვიზიარებენ, როგორ მიიღეს კონცეფცია, როგორ და რატომ გადაწყვიტეს ამ ექსპერიმენტის ჩატარება; ასევე, ვხედავთ ადამიანებს, რომელთა მოსაზრებებზე დაყრდნობითაც, ეს პროდუქტები შეიქმნა.
კამპანიის დაგეგმვა ერთგვარი “trust the process” მიდგომა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ არაფერი არ ვიცოდით, არ ვიცოდით რას გვიპასუხებდნენ იმედი l-ის თანამშრომლები, არ ვიცოდით რა მიმართულებით მოგვიწევდა წასვლა ყველაფერი ინტერვიუებზე იყო დამოკიდებული.
პასუხების მიღების შემდეგ სიმღერის ტექსტსა და მუსიკაზე ვიმუშავეთ, შევქმენით მისი სტილი და ხასიათი.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უდიდესი ექსპერიმენტი ძალიან წარმატებით დასრულდა და ყველა დასახულ მიზანს გართულებების გარეშე მივაღწიეთ, – ლიზა რატიშვილი, Postred Creative Studio-ს არტ დირექტორი.
Credits:
Client: Imedi L
Marketing Manager: Mariam Zavradashvili
Creative Agency: Postred Creative Studio
Creative Duo – Zviad Mgebry, Beso Kacharava
Art Director – Liza Ratishvili
Assistant Account Manager – Irine Evgenidze
General Manager – Nino Bebua
Digital Marketing, Design and Animation: Sweeft
Psychologist: Lika Barabadze
Typography Designers:
Akaki Razmadze
Ana Sanikidze
Faqizi
Ana Jojishvili
Nutsa Tsitsishvili
Giorgi Grdzelishvili
Production:
Director – Dachi Ichuaidze
DOP – Tornike Sekhniashvili
Assistant Operator – Giorgi Psitidze
Production Sound Mixer – Saba Shonia
MUA – Tamta Baramia
Music: Postred Creative Studio
Songwriter – Zviad Mgebry (FAKE ARTI$T)
Vocal – Gvantsa Kiknadze
Lyrics – DRO
[R]