მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში Atlas Network-ის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლის მონაწილეების შესარჩევად.
საზაფხულო სკოლა „თავისუფალი ბაზრის აკადემია“ ხორციელდება პროექტის “In Defense of Freedom” ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაზიარებას ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ინტერაქციულ სესიებში და განიხილონ ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: თავისუფალი ბაზრის პრინციპები, თავისუფალი მეწარმეობა, სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ პროცესებში და სხვ.
🔴 ღონისძიება გაიმართება 2022 წლის 10-11 სექტემბერს თელავში, სასტუმროში “Telavi Inn”.
🔴 „თავისუფალი ბაზრის აკადემიაში“ მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს.
🔴 ყველა დანარჩენ ხარჯს დაფარავს მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი, მათ შორის შერჩეული მონაწილეების სასტუმროში განთავსების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
„თავისუფალი ბაზრის აკადემიაში“ მონაწილეობა შეუძლიათ უფროსკლასელ მოსწავლეებს, სტუდენტებს და ახალგაზრდა მეწარმეებს, რისთვისაც მათ უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა, რომლის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ივლისის 23:00 საათამდე. ამასთან, არასრულად წარდგენილი აპლიკაციები არ განიხილება.
[პარტნიორის კონტენტი]