10
Jan
2019

“თავისუფალი ხატვის ზონა” – პროექტი მხატვრებისთვის

10 Jan 2019

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „ნიკოს“ ორგანიზებით, ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებითი საქმიანობისთვის ახალი პლატფორმა იქმნება. პროექტი, სახელად “თავისუფალი ხატვის ზონა” საშუალებას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მხატვრებს გამოავლინონ შემოქმედებითი ნიჭი. პროექტის მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სამუშაო მასალები და ასევე, მათთვის საგანგებოდ გამოიყოფა სახატავი ადგილები მიწისქვეშა გადასასვლელებში.

mBank QR
mBank QR

პროექტში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის დაფიქსირება შეუძლიათ ელ.ფოსტაზე [email protected] აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა ნახატის შექმნისას უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია შემდეგი თემატიკის გამოყენება:

– პოლიტიკა
– რელიგია
– სიბილწე
– რეკლამა

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

განხილვა