in

“თავში ურტყამს” – ანტიდისკრიმინაციული რეკლამა

იტალიურმა სარეკლამო საგენტო  “Armando Testa”-მ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სარეკლამო პრინტების სერია გააკეთა.  სამი ნამუშევარი სამ ყველაზე დამამცირებელ იტორიას მოგვითხრობს, რომელიც ადამიანზე ყველაზე მეტად მოქმედებს.

დისკრიმინაციის და რასიზმის გამომხატველი რეაქცია ხშირ შემთხვევაში ადამიანზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს და ეს ზემოქმედება უფრო დიდია, ვიდრე გარედან ჩანს.

პრინტების სერიაზე სხვადასხვა წარმოშობის ოთხი ადამიანია, რომელსაც თავში ესვრიან. ტყვია ამ შემთხვევაში შეურაწმყოფელი სიტყვების ალეგორიაა, რომლებსაც ადამიანს “ესვრიან”.

არა აქვს მნიშვნელობა სიტყვები ზურგს უკან წარმოთქვეს თუ პირდაპირ გითხრეს – ის ერთი და იგივე ემოციას იწვევს ადამიანში. სწორედ ამ მესიჯის მიტანა სურს სარეკლამო სააგენტოს

კამპანიის სლოგანია  “სიტყვას შეუძლია მოკლას. უთხარი არა დისკრიმინაციას. ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ”

armando-testa-avvenire-famiglia-cristiana-words-can-kill-print-365985-adeevee armando-testa-avvenire-famiglia-cristiana-words-can-kill-print-365986-adeevee armando-testa-avvenire-famiglia-cristiana-words-can-kill-print-365988-adeevee

ლუდის წყალქვეშა რეკლამა!

ტრანსფორმატორის ზუზუნი,როგორც მუსიკა – გაახალისე ქალაქი და მოიგე iPhone 6