2
Sep
2015

Taxboard – ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე

2 Sep 2015

Startauperi
Startauperi


თბილისში ახალი სარეკლამო სერვისი გამოჩნდა- ტაქსებზე განთავსებული ლედ-დაფები, რომლებზეც კომპანიებს საკუთარი რეკლამის განთავსება შეუძლიათ. ამ მომსახურების შესახებ მარკეტერი კომპანია EOS group-ის დამფუძნებელსა და დირექტორს გიგა კურტანიძეს ესაუბრა.

M: ქართულ ბაზარზე ინოვაციური სარეკლამო პროდუქტი Taxboard შემოგაქვთ. რას გულისხმობს ეს პროდუქტი?

Taxboard გახლავთ ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს LED დაფის სახეობას. დაფაზე თქვენი რეკლამა გადის ვიდეო/ფოტო ან ტექსტური ფორმატით . Taxboard-ზე ორი მხრიდან განთავსებულია LED მონიტორი. თავად დაფა კი განთავსებულია ავტომობილის სახურავზე იმგვარად, რომ გარშემო მოძრავი ავტომობილის მძღოლები და მგზავრები, ასევე ქუჩაში გამვლელი ხალხი, ხედავს თქვენს შეტყობინებას.

M: Taxboard-ის ქართულ ბაზარზე შემოტანისთვის რა გზა გაიარეთ?

შპს “EOS” ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2012 წლიდან. თავდაპირველად EOS ჯგუფმა ინოვაციური და ადგილობრივი ბაზრისთვის უცნობი LED განათების შეტყობინების დაფები შესთავაზა მომხმარებელს   ( www.Ledboards.ge ). ამჟამად კომპანია წარმოდგენილია 10 -მდე სახეობის დაფით და უპირობო ლიდერია ბაზარზე.  ამ დროის მანძილზე დავამყარეთ ურთიერთობა სხვადასხვა მსხვილ მომწოდებელთან, ვეცნობოდით სიახლეებს სარეკლამო ბაზარზე და ჩვენი იდეა ეტაპობრივად განვავითარეთ.

M: მხოლოდ ტაქსიზე განთავსდება დაფები ? 

დიახ, დაფა განთავსდება ტაქსიზე, რაც უზრუნველყოფს მის აქტიურ მოძრაობას და შესაბამისად, მოიცავს დიდ აუდიტორიას. გარდა ამისა, ჩვენს მიერ შერჩეული კომპანიის ტაქსი ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და ერთ– ერთ საუკეთესო ვიზუალის ტაქსად შეიძლება ჩაითვალოს თბილისში.

M: რამდენად დიდია დაინტერესება კომპანიების მხრიდან ? 

პროდუქტის გაშვებამდე ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, რაც ასევე მოიცავდა პოტენციურ კლიენტებთან პროდუქტის შეთავაზებას. საწყის ეტაპზე მათი მხრიდან ინტერესი მაღალია და დარწმუნებული ვარ, მომავალში საგრძნობლად გაიზრდება.

4

M: რამდენად ხელმისაწვდომი იქნება Taxboard -ზე რეკლამის განთავსება?

ბაზრის კვლევის შედეგიდან გამომდინარე ,სარეკლამო სფეროში არაპირდაპირი კონკურენტების ფასებთან შედარებით, ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ გაცილებით ხელმისაწვდომ და ეფექტურ რეკლამას.

M: რაც შეეხება კონკურენტებს 

მოგეხსენებათ რომ გარე რეკლამის განთავსების მრავალი საშუალება არსებობს ბაზარზე, მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას

 M: რა დროში მოიცავს Taxboard ქალაქს?

ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე მუშაობს აღნიშნული პროდუქტის განვითარებაზე და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით ბაზრის სრულად ათვისებას.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები

ჩვენი მიზანია ინოვაციების ძიება და დანერგვა რეკლამისა და გაყიდვების სფეროში.

ავტორი: მანანა ნოდია

განხილვა