ორი დღის წინ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელო შემთხვევა მოხდა, სახლიდან სამსახურში მგზავრობისას ტაქსში 4 ლარი გადავიხადე, ნაცვლად 3 ლარისა,ალბათ გაიფიქრეთ, რომ ეს ისტორია ერთი ადამიანის უიღბლობაზე დაწერილი პოსტია, თუმცა ცდებით. ეს ძალიან საინტერესო მარკეტინგული ქეისია სინამდვილეში.
უკვე ერთი წელი იქნება სახლიდან გასულს 6-7 ავტომობილს შორის მიწევს სასურველი “ტაქსის” შერჩევა, ისინი ჩემს საცხოვრებელთან დგანან და შესაბამისად 4P- დან აკმაყოფილებენ PLACE (ადგილმდებარეობის) მიმართულებას, პირველი 1 თვის განმავლობაში ყველა მათგანში ვიჯექი და შევისწავლე მათი თავისებურებები, ზოგ შემთხვევაში არ მომწონდა ფასი ზოგშემთხვევაში კი ავტომობილი, 1 თვის თავზე კი საუკეთესო ვარიანტი, ამოვარჩიე.Place, Price,Product – ერთმანეთის შესაბამისობაში იყო.
ახალგაზრდა მძღოლი, რომელსაც ყოველდღიურად 3 ლარად მივყავდი სამსახურში. სამსახურამდე დაახლოებით 2 კილომეტრია, შესაბამისად 3 ლარი ნორმალური ფასია. ორი დღის წინ კი ამ ადამიანმა, რომელთანაც კარგი ურთიერთობაც მქონდ,ა შუა მგზავრობისას მითხრა, რომ “ჯიგარო აწი მგზავრობა 3 ნაცვლად 4 ეღირება ამ მანძილზეო”, არაფერი მითქვამს გავიფიქრე ალბათ ბენზინი გაძვირდა და მაგიტომაც მოუმატათქო, იმ დღეს კი სრულიად უნებლიეთ გავიგე, რომ ბენზინის ფასმა დაიკლო.
გათენდა მეორე დღე, სახლიდან გამოსული მივხვდი, რომ 6 ავტომობილი სრულიად ერთი და იმავე სარგებელს, ერთი და იმავე ფასში მთავაზობდა “გაჩერებული ტაქსი ყოველთვის ძვირია” არსებობს მსგავსი სტერეოტიპი, თუმცა მარკეტინგული თვალსაზრისით ახალგაზრდა ბიჭმა, როცა მგზავრობა 1 ლარით გამიძვირა დიდი შეცდომა დაუშვა.
1) საკუთარი ლოგიკით მან ჩათვალა, რომ მე მისი ლოიალური ვარ და ფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
2) სტრატეგიულად იფიქრა, მეტ ფულს არსებული კლიენტისგან გავაკეთებო (ლოგიკურად სჯობდა 1 საათით მეტი ემუშავა დღეში და მეტი ფული ახალი კლიენტისგან ეშოვნა)
3) ყველაზე მთავარი, ვერ მოახდინა სწორი კომუნიკაცია, ანუ მე როგორც ლოიალურმა კლიენტმა ვერ გავიგე, რატომ უნდა გადავიხადო 4 ლარი იმაში რაშიც 1 წელი 3 ლარს ვიხდიდი. შესაბამისად ჩავთვალე, რომ ჩემი “ნდობა” უაზრობა “ბრენდისადმი” გადაჭარბებული იყო და სწორედ ასე დაკარგა მან 1 ლარის სურვილით ყოველდღიური 3 ლარი.
გაკვეთილი: ა) გაიგეთ რატომაა თქვენი მომხმარებელი თქვენი “ლოიალური” ბ) გაიაზრეთ ფულის შოვნის/ბიზნესის გაფართოების სტრატეგია გ) PR PR PR PR და კიდევ ერთხელ PR , მოახდინეთ კომუნიკაცია კლიენტთან, აუხსენით მას ყველაფერი და ისიც თუ რატომ უნდა გადაიხადოს ზედმეტი.
ავტორი: აკო ახალაია