6
Sep
2018

Taxify ელექტროსკუტერებით​ მომსახურებას იწყებს! – „ბოლტი“ ქალაქში გადასაადგილებლად

6 Sep 2018

ესტონური კომპანია Taxify, ელექტროსკუტერებით​ მომსახურებას იწყებს. ეს იქნება პირველი Ride Sharing პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი იქნება ელექტროსკუტერებით სარგებლობა. სერვისი პირველად პარიზში ჩაეშვება და მომდევნო თვეების განმავლობაში სხვა ქალაქებსაც მოიცავს. პარიზის შემდეგ, მომსახურება დაინერგება სხვა ქალაქებშიც, თუმცა როგორც კომპანიის კლიენტების მომსახურების გუნდის ლიდერი, ოლგა ზოზიაშვილი აღნიშნავს, კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეძლებს თბილისი ამ მომსახურებით სარგებლობას, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.

ელექტროსკუტერების სერვისის ჩაშვებით, ტაქსიფაიმ წარმოადგინა ახალი ბრენდი – ბოლტი​. ბოლტის მისია, ისევე როგორც ტაქსიფაისა, ქალაქში გადაადგილების კულტურის ცვლილებაა – მოძრაობის უფრო მობილური, მოსახერხებელი, მწვანე და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულის გახდომა.ტაქსიფაის აპლიკაციაში შესაბამისი მენიუს ღილაკზე მონიშვნით შესაძლებელია სკუტერის მომსახურებით სარგებლობა. ბოლტის სკუტერები აღჭურვილია GPS მონიტორინგის სისტემით, რომ მომხმარებლემბა მარტივად შეძლოს რუკაზე მისი მოძიება. სკუტერით მომსახურების ფუნქციის ასამოქმედებლად, მომხმარებელი ტაქსიფაის აპლიკაციაში ასკანერებს QR კოდს. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სკუტერს უსაფრთხო ადგილას ტოვებს.

განხილვა