in

Taxify Georgia – განცხადებას ავრცელებს

ძვირფასო მგზავრებო,

14215527_1174248189304417_647799021_oსოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ Taxify არის რუსული კომპანია. ოფიციალურად გიდასტურებთ, რომ ხსენებული არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს გარკვეული ჯგუფების მიერ მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას რათა მოხდეს ბოლოდროინდელი მოვლენებიდან აქცენტების სხვაგან გადატანა. Taxify-ს არ აქვს არანაირი შეხება რუსეთის ფედერაციასთან და არც მის ბაზარზე ოპერირებს. ჩვენი კომპანია სარგებლობს Google პლატფორმით და შესაბამისად საქართველოს საზღვრები ზუსტად ისევეა აღნიშნული როგორსაც მას აღიარებს ცივილიზებული სამყარო. Taxify დაარსდა 2013 წელს ქალაქ ტალინში (ესტონეთი) Skype Mafia-ს მიერ და დღემდე ტალინში იმყოფება კომპანიის სათაო ოფისი, კომპანიის სათავეში არის ახალგაზრდების გუნდი რომლებმაც თავის დროზე Skype-ის შექმნასა და განვითარიბაში მიიღეს მონაწილეობა. თბილისში Taxify-ს ქართულმა გუნდმა ოპერირება 2014 წელს დაიწყო იმ მიზნით, რომ თბილისში ტაქსის ინდუსტრია გარდაექმნა და გაეხადა იგი ხარისხზე და კომფორტზე ორიენტირებული მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

[R]

როგორ გამოვხატოთ მოგების სიხარული – California Lottery-ს ენერგიული რეკლამა

ყაზბეგის მარათონი 2016