1 მარტიდან, ქუთაისში Taxify-ს მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება. მგზავრობის მინიმალური ტარიფი 0.5 ლარი იქნება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს უპრეცედენტო ტარიფია და ამიტომაც, მომსახურებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. კომპანიის მიზანია, ქალაქში გადაადგილების კულტურა შეცვალოს და ის კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი გახადოს.

ქუთაისში, ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მგზავრი, ვინც აპლიაკაციას გადმოწერს, პირველ სამ მგზავრობაზე საჩუქრად 3 ლარის ღირებულების ფასდაკლებას მიიღებს.
Taxify არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მგზავრს პარტნიორ მძღოლთან აკავშირებს. კომპანია 2013 წელს დაარსდა ესტონეთში და დღეს, მსოფლიოს 92 ქალაქში ოპერირებს. Taxify-ში გაერთიანებულია 500 000-ზე მეტი მძღოლი და მილიონობით მგზავრი, რომელიც მსოფლიოს 5 კონტინენტზე, ყოველდღიურად გადაადგილდება.










