17
Mar
2016

გადაიხადე ბარათით ტაქსის სერვისის საფასური – კომპანია Taxify მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს !

17 Mar 2016

ტაქსის სერვისის მომხმარებლებისათვის Taxify-ს სასიამოვნო სიახლე აქვს – 2016 წლის მარტიდან ამოქმედდა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა. Taxify მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს და ინოვაციური ფუნქციების შეთავაზებით ხშირად ანებივრებს.

ბარათით გადახდის მეშვეობით მგზავრებს უამრავი პრობლემა ეხსნებათ – ბანკომატში არასაკმარისი თანხა, სახლში დარჩენილი საფულე და სხვა მოულოდნელობები ახლა დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. მეტიც – Taxify-ს ყოველთვის აქვს ხურდა!

Taxify-ს უნაღდო ანგარიშსწორებით სარგებლობა მარტივია – საჭიროა აპლიკაციაში საკრედიტო ბარათის (ან სადებიტო ბარათის) მონაცემების ერთჯერადად მითითება.

ბარათის მონაცემების დამატების შემდეგ, მგზავრი მზადაა ნებისმიერ დროს ისარგებლოს Taxify-ს მობილური გადახდით:

  1. მომხმარებელი აპლიკაციაში ადასტურებს მისამართს.
  2. ირჩევს გადახდის მეთოდს.
  3. იძახებს მანქანას.

Picture taxifyმგზავრობის საფასურის ოდენობა მომხმარებლის აპლიკაციაში ჩანს, ელექტრონული ქვითარი კი მის ელ. ფოსტაზე იგზავნება. ამ სისტემის წყალობით როგორც მგზავრს, ასევე მძღოლს უამრავი დრო ეზოგება.

თითოეული მგზავრობის შემდეგ მომხმარებელი აფასებს მძღოლს 5 ვარსკვლავიანი სისტემით. ასევე აქვს კომენტარის დატოვების შესაძლებლობა. მომხმარებლის უკუკავშირი Taxify-ს სერვისის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარება.

Taxify-ს შესახებ:

Taxify არის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის სმარტფონ აპლიკაცია აკავშირებს მგზავრებს ლიცენზირებულ მძღოლებთან. Taxify დაარსდა 2013 წელს ესტონეთში. ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, 2014 წლიდან Taxify საქართველოშიც წარმატებით ოპერირებს.

ტაქსიფაის მობილური აპლიკაცია არის სრულიად უფასო და მუშაობს iPhone, Android and Windows Phone-ზე. შეკვეთის დადასტურების შემდეგ, მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს როგორ უახლოვდება მანქანა დანიშნულების ადგილს და გაუზიაროს მგზავრობის დეტალები მეგობრებს.

[R]

განხილვა