მარტო ტაქსით მგზავრობა ხშირად მოსაწყენი და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ხარჯიანიცაა ხოლმე. Uber–მა მომხმარებელს ახალი მომსახურება uberPOOL–ი შესთავაზა, რომელიც რამდენიმე ადამიანს ერთად მგზავრობის საშუალებას აძლევს. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია იპოვნოს ტაქსი და მგზავრი, რომელიც დაახლოებით იგივე მიმართულებით მიდის. ასეთი მგზავრობისას, თანხა ნახევრდება და ყველა კმაყოფილი რჩება. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს უცხო ადამიანთან ერთად ტაქსით მგზავრობის დროს? სწორედ ასეთი შემთხვევები აქვს აღწერილი ბრენდს თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელზეც სააგენტო Marcel–მა იმუშავა.