in

„პორშეს“ ახალი, უნიკალური ელექტრომობილი Taycan Cross Turismo საქართველოშია

„პორშეს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისი“ სრულიად ახალი მოდელი, Porsche Taycan Cross Turismo წარმოადგინა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდისთვის, ეს რიგით მეორე ელექტრომობილია.

ახალი მოდელის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტის მხარდამჭერი გახლდათ კომპანია SOLO. პარტნიორობის ფარგლებში, SOLO საკუთარ მომხმარებლებს, ახალი Taycan Cross Turismo-ს შესაძენად, ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.

„ახალი Taycan Cross Turismo წარმოადგენს SUV კლასისა და საოჯახო კლასის ავტომობილის ერთგვარ შერწყმას, „პორშესთვის“ დამახასიათებელ შეუდარებელ სპორტულობასთან ერთად“.

„მეტი შესაძლებლობები“ – სწორედ აღნიშნული მესიჯი იქცა საქართველოს წარმომადგენლებისთვის კამპანიის საწყისად.

„ახალ Taycan Cross Turismo-სთან ერთად, ბრენდის წარმომადგენლებმა, მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, იმოგზაურეს მთაშიც და ბარშიც. საქართველოს რელიეფზე ტესტ-დრაივს ახალი ელექტრო „პორშე“ თავისუფლად გაუმკლავდა და საქართველოს საამაყო ბუნებითაც დაიმუხტა“.

ახალი მოდელი უკვე პორშე ცენტრი თბილისშია წარმოდგენილი.

Taycan Cross Turismo სედან „ტაიკანის“ ახალი, უფრო პრაქტიკული ვერსიაა, რომელსაც მსუბუქი ოფროუდ-ამბიციებიც აქვს. სედანთან შედარებით, ახალი მოდელი უფრო მაღალი და ტევადია,  ვიზუალურად ყველაზე თვალშისაცემი განსხვავებები სახურავის შეცვლილი ხაზი და ავტომობილის უკანა ნაწილია. გარდა ამისა, Cross Turismo-ს დამატებული აქვს SUV-ისთვის დამახასიათებელი ვიზუალური დეტალები: ქვედა დამცავის მსგავსი ელემენტი უკანა ბამპერზე, დამცავები საბურავების თაღებსა და კარის ქვემოთ და ა.შ. მათთვის, ვისაც ამაზე მეტი SUV-ის ოპტიკა სურს, Taycan Cross Turismo ხელმისაწვდომია ე.წ. ოფროუდ დიზაინ პაკეტითაც.

 „ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Taycan Cross Turismo-ს ყველა ვერსია. ავტომობილი იწარმოება სიმძლავრის 4 სხვადასხვა დონით: 476-დან 761 ცხენის ძალამდე. ტოპმოდელი Turbo S ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება, რაც ისეთი ლეგენდარული „სპორტქარის“ მონაცემია, როგორიცაა Porsche 911 GT2 RS.

სრული დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 419-დან 456 კილომეტრამდეა. დამუხტვა სწრაფად ხდება, რადგან Cross Turismo იყენებს სწრაფ, 800-ვოლტიან სისტემას. სწრაფი დამტენით 100 კილომეტრის გასავლელად სამყოფ ენერგიას მანქანა 5 წუთში მიიღებს. ზოგადად კი, სწრაფი დამტენის საშუალებით, 5-დან 85 პროცენტამდე დასამუხტად დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება“, – ამბობ პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი. 

 

შეგახსენებთ, რომ „პორშემ“ თავისი პირველი ელექტრომობილი 2019 წელს წარმოადგინა და სულ რაღაც, წელიწად-ნახევარში 43 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ ხნის განმავლობაში, „ტაიკანმა“ 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური, ულამაზესი და წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები. ახლა კი, Porsche Taycan Cross Turismo-ს სახით მისი ახალი ვერსია გამოვიდა.

კამპანიაზე პორშე ცენტრი თბილისთან ერთად კრეატიულმა ციფრულმა სააგენტომ LeavingStone იმუშავა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Aston Martin-ის ახალი „სუპერქარი“ Valhalla!

ბუშტები სკდომისას ყვავილის ფორმას იღებს – ამას მაღალსიჩქარიანი კამერა აფიქსირებს