in

თიბისის მხარდაჭერით, AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

მთავარია გჯეროდეს – შენი მიზნებისა და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე შეისწავლი.

თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა. AI ლიგა ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ნაწილია და მოსწავლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ ოლიმპიადის ფორმატში გამოცადონ საკუთარი ცოდნა და შეძენილი უნარები. ეს პროცესი მოსწავლეებს არა მხოლოდ ოლიმპიადებისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობისთვისაც ამზადებს.

AI ლიგის პირველ ტურში მონაწილეობა 50-ამდე მოსწავლემ მიიღო. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ AI-ს საოლიმპიადო კურსი, GAIA-ს ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, უკვე მეორედ ტარდება. 2025 წლის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქვეყანა 2026 წლის ეროვნული და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ემზადება, რომელიც დუბაიში გაიმართება.

თიბისისთვის AI განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბრენდის მიზანია, საკუთარი ექსპერტიზისა და პარტნიორული პროექტების საშუალებით ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარების კულტურის განვითარებას, ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

[პარტნიორის კონტენტი]

პლატფორმა, სადაც ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ქირაობს

რატომ უნდა განავითაროთ გუნდში პროდუქტის მენეჯმენტის უნარები AI-ადაპტაციის დროს?