in

„თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში“ – ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის, დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ.

პროექტი ბიზნესსესხით სარგებლობისას, უზრუნველყოფის კომპონენტში, სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. სესხის მინიმალური მოცულობა – 50 000 ლარია, მაქსიმალური კი –  5 000 000 ლარი. ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს.

პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება – 12 მლნ ლარს.

ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც COVID-19-ის  ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ცხელი ხაზის – 2 27 27 27 – საშუალებით.

 

[R]

„უნიკალური გამოცდილება, ვახშამი ვენახებში“- ვაზისუბნის მამული

USAID – ამერიკა საქართველოსთვის – დავით წიკლაური