in

თიბისი ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემის წესში ცვლილებებს ეხმაურება

თიბისი ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება. ცვლილებების თანახმად, გადახდისუნარიან მოსახლეობას სესხის აღება გაუმარტივდება. გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს.

 

ცვლილებების შედეგად, მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან დაკავშირებით პროცედურა უფრო მოქნილი ხდება, მათან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება, მსესხებლის რისკიანობა შიდა  პროცედურებით შეაფასოს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მარტივდება შემოსავლების შესწავლის მეთოდები თვიდასაქმებული/დაქირავებით მომუშავე მსესხებლებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით. ასეთ მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება, მარტივად და სწრაფად ისარგებლონ სესხით, დამატებითი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადაც, ზოგიერთი ტიპის სესხებზე 15 წლიდან 20 წლამდე. ასევე, შემსუბუქდა მიდგომები სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტთან დაკავშირებით. მაგალითად, იმ მომხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი აქვთ საზღვარგარეთიდან, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა უმსუბუქდებათ 60%-დან 70%-მდე. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიების ბიზნესზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ამ სფეროს განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ. მნიშვნელოვანია ის, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან“, – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

[R]

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების გამო, Amazon-ის თანამშრომელთა რიცხვი 100 000-ით გაიზრდება

SEU-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება სტუდენტებისთვის!