in ,

Apple Pay-ზე უკვე თიბისის 7000 ბარათი გააქტიურდა

Apple Pay-ით სარგებლობა დღეიდან ქართველ მომხმარებლებსაც შეუძლიათ. სიახლის გამოცხადებიდან, სულ რამდენიმე საათში, Apple Pay-ზე თიბისის 7000 ბარათი გააქტიურდა. Apple Pay არის გადახდების ინოვაციური გზა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია განახორციელო სწრაფი და უსაფრთხო გადახდა მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში. თიბისის ბარათებით, Apple Pay-ის გამოყენებით, გადახდა მარტივადაა შესაძლებელი. სიახლესთან ერთად, გაჩნდა კითხვა: 

 

როგორ დავამატოთ ბარათი Apple Wallet-ში?

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თიბისი ბარათები Apple  Wallet-ში iPhone, Apple Watch, iPad და MacBook Pro With Touch ID-ის მეშვეობით.

Iphone

  1. გახსენით „Apple Wallet”-ის აპლიკაცია
  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირდეთ ღილაკს „+“
  3. დაასკანერეთ და დაამატეთ აპლიკაციაში თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი

Apple Watch

  1. გახსენით Apple Watch აპლიკაცია თქვენს აიფონზე
  2. დააჭირეთ „Wallet & Apple Pay” და აირჩიეთ „Add Credit or Debit Card”
  3. დაასკანერეთ და დაამატეთ აპლიკაციაში თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი

სად და როგორ გამოვიყენოთ Apple Pay?

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდები საქართველოში და საზღვარგარეთ თქვენი  ეფლის მოწყობილობების მეშვეობით ისეთ ადგილებში, სადაც იქნება უკონტაქტო გადახდის ან „Apple Pay”-ს ნიშანი.

გაიგე მეტი: https://www.tbcapplepay.ge/

რა არის Apple Pay და როგორ გამოვიყენოთ ის საქართველოში

Google $200 მილიონიან ჯარიმას გადაიხდის