in

თიბისის სპიკერები საერთაშორისო ტექკონფერენციებზე

„მთავარია გჯეროდეს” – თიბისიმ ეს გზავნილი უკვე კარგად გაგვაცნო და შეიძლება ბევრ ჩვენგანსაც მოგვცა მოტივაცია, თუმცა ის არ არის მხოლოდ აუდიტორიასთან საკომუნიკაციო ლამაზი მესიჯი, ეს ბრენდის იდენტობის ნაწილია, რომლის დანერგვასაც, პირველ რიგში, საკუთარი გუნდიდან იწყებს.

თიბისიში თანამშრომლები მუდმივად გრძნობენ, რომ მათი სჯერათ, ამაყობენ მათი მიღწევებით და ეხმარებიან პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, „მთავარია გჯეროდეს” არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს საქმითაც მტკიცდება.

ერთ-ერთი გზა, რომლითაც თანამშრომლებს შეუძლიათ კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, კონფერენციები და ვორკშოპებია, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ტარდება. წლების განმავლობაში გუნდის წევრებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და გამონაკლისი არც 2025 წელი ყოფილა. 

როგორც იცით, თიბისი ერთ-ერთი ლიდერი ტექკომპანიაა საქართველოში, რომელიც სერვისის გასაუმჯობესებლად ინოვაციურ მიდგომებს იყენებს და მუდმივად ახალისებს ტექნოლოგიურ პროგრესს. აქედან გამომდინარე, მას ჰყავს დიდი ტექგუნდი, რომლის რაოდენობაც უკვე 1000-ზე მეტია და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სახელებთან, როგორიცაა, მაგალითად, Atlassian – პლატფორმა, რომელიც აერთიანებს Jira-ს, Jira Service Management-სა და Confluence-ს. Atlassian-ის პროდუქტების ინტეგრაციამ და ხელოვნურმა ინტელექტმა თიბისის სამუშაო პროცესები გაამარტივა. კომპანია ზოგავს დროს რუტინულ საქმიანობებზე და ზრდის გუნდის პროდუქტიულობას. 

შარშან Atlassian-ის მოწვევით თიბისის თანამშრომლები Atlassian team’25 Europe-ს სტუმრების სტატუსით დაესწრნენ. ეს არის დიდი კონფერენცია, რომელიც ბარსელონაში ტარდება და ერთ-ერთი მასშტაბური კომუნაა ტექნოლოგიური გუნდებისთვის. წელს კი, 2025-ში, გიგა შუბითიძე, თიბისის SDLC მმართველობის ლიდერი და ნიკა მელიქიძე, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ექსპერტი, წარდგნენ სპიკერებად თემით: „როგორ შევქმნათ საერთო სამუშაო ენა: პორტფოლიო მენეჯმენტი და სტანდარტიზაცია თიბისიში”. პრეზენტაცია ეხებოდა Atlassian-ის ინსტრუმენტების გამოყენებასა და იმ შედეგებს, რომლითაც თიბისი ცალკეული ამოცანებიდან ერთიან სივრცეზე ტრანსფორმირდა.

გიგა შუბითიძე:

„თემა, რომლითაც წარვდექით, ეხებოდა მუშაობის ენას, იმას, თუ როგორ აკეთებს თიბისი სტანდარტიზაციას და ერთ ეკოსისტემაში მოჰყავს სამუშაო პროცესები, რამაც, რეალურად, ოპერაციების გაუმჯობესების უამრავი გზა დაგვანახა.

ეს კონფერენცია, თავისი არსით, სპეციფიკურია და მოხარული ვართ, რომ ბევრი კარგი უკუკავშირი მივიღეთ, ხოლო კომუნიკაციას დღემდე ვინარჩუნებთ დაინტერესებულ მონაწილეებთან, რომლებიც სხვადასხვა გამოცდილების გაზიარებას გვთხოვენ”.

ნიკა მელიქიძე:

წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და მივედით იმ დონემდე, რომ ჩვენი პრაქტიკა და მიგნებები სხვებთანაც შეგვიძლია გავაზიაროთ. ამ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზანიც წარმატების მაგალითებზე საუბარი იყო იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მსგავს პროდუქტებზე მუშაობენ და ვიფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი მათთვისაც საინტერესო იქნებოდა.

ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მივიღეთ საკმაოდ ბევრი დადებითი გამოხმაურება. ასევე, ვნახეთ, რომ მსგავსი გამოწვევები სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ, რამაც ჩვენ შორის კომუნიკაცია ბევრად საინტერესო გახადა და, მთლიანობაში, ამ კონფერენციაში მონაწილეობამ ბევრი რამ მოგვცა”.

ლონდონში ჩატარებულმა კონფერენციამ, “Fullstory Finserv Innovation Evening” კი, თიბისის მეორე გუნდს უმასპინძლა, რომლის სპიკერებიც იყვნენ: ანა ებანოიძე, თიბისის სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი და გიორგი მახარაძე, თიბისის სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი.

ქართველმა სპიკერებმა ისაუბრეს თემაზე: „ჰიპერ პერსონალიზაცია დიდ მასშტაბებზე და მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაცია” (Hyper Personalization at Scale & Optimising the Customer Journey with Fullstory). მათი გამოსვლა საკმაოდ ინსპირაციული და საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისა და თავად Fullstory-სთვისაც, რომლის თანამშრომლებიც აღნიშნავენ, რომ თიბისიმ არაჩვეულებრივი ისტორია გააზიარა იმის შესახებ, როგორ მიანიჭა მომხმარებელს მეტი კონტროლი აპლიკაციის მთავარ გვერდზე და მისცა საშუალება, თავად აერჩიათ, რისი ნახვა სურდათ. ამან ხელი შეუწყო პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას და ბრენდისადმი ლოიალობის გაღრმავებას.

ანა ებანოიძე და გიორგი მახარაძე თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ კონფერენციის შესახებ:

„ასეთი ტიპის (საერთაშორისო) ღონისძიებაზე პირველად წარვდექი სპიკერის როლში. ეს საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა, როცა შენს კომპანიას, ქეისებსა და სამუშაო პროცესს ამხელა აუდიტორიას უზიარებ.

მე და ჩემი კოლეგა გიორგი მახარაძე ერთად ვამზადებდით მოხსენებას. გვინდოდა გვეჩვენებინა რეალური გავლენა, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს აქვს მომხმარებლის გამოცდილებაზე და არა რამე კარგად აწყობილი პროცესი. საბოლოოდ, იმდენად კარგი ქეისები შევკარით, ღონისძიების ბოლოს რომ ჰკითხეს აუდიტორიას, რა დაამახსოვრდათ, სწორედ ჩვენი მაგალითები ახსენეს.

ამ ღონისძიების მთავარი თემა იყო Real-Time Behavioral Data. გავიგე, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ისტორიული მონაცემების ანალიზი, მნიშვნელოვანია იცოდე, რა ხდება ამ მომენტში, როგორ იქცევიან შენი მომხმარებლები აქ და ახლა და შეძლო რეალურ დროში რეაგირება, რომ თავიდან აიცილო უთანხმოება და გააუმჯობესო გამოცდილება მაშინვე. ხოლო, თუ ხელოვნურ ინტელექტს ქცევის მონაცემებს მიამატებ და წინასწარ გამოიცნობ მომხმარებლის მომდევნო ნაბიჯებს, მაშინ ნამდვილად სწორ გზას ადგახარ”, –  გვეუბნება ანა ებანოიძე.

„საერთაშორისო დონეზე ასეთი გამოსვლა ჩემთვის პირველი და საინტერესო გამოცდილება იყო. თავიდან თითქოს უფრო საშიშად ჟღერდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ღირებული use case-ები გვქონდა, რომლებითაც ბევრი ადამიანი დაინტერესდა.

ანამ ონბორდინგის ნაწილზე ისაუბრა, მე კი მობაილბანკის მთავარი გვერდის განახლებაზე, სადაც ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა მივეცით, მთავარი გვერდი თავიანთი სურვილისა და პრეფერენციების მიხედვით დაელაგებინათ – გამოეჩინათ სასურველი სექციები და გაექროთ ისინი, რომლებიც ნაკლებად სჭირდებოდათ. 

ჩვენი მაგალითებითა და გამოცდილებით ძალიან დაინტერესდნენ ამ ღონისძიების მონაწილეები. იმდენად მოეწონათ ჩვენი პერსპექტივები და მიდგომები, რომ გამიმტკიცდა განცდა, თუ რამდენად დიდ ტექკომპანიაში ვმუშაობთ, რომელიც საერთაშორისო მოწინავე სტანდარტებით მუშაობს მომხმარებლებისთვის პრობლემების გადასაჭრელად და გამოცდილების გასამარტივებლად.

საბოლოო ჯამში, იმას გავუსვით ხაზი, რომ customer insight-ები ყველაზე ღირებული აქტივია პროდუქტისა და კომპანიის განვითარებისთვის, ხოლო სხვადასხვა ანალიტიკის ხელსაწყოები, მათ შორის fullstory, ამაში ძალიან გვეხმარება”, – გიორგი მახარაძე.

[R]

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები

საერთაშორისო აქსელერატორი Rainmaking პარტნიორობას იწყებს BTU-სთან