12
ოქტ
2017

ფიქსირებული ფასი ავტომობილის დაზღვევისას – თიბისი დაზღვევა

12 ოქტ 2017

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ ავტოსადაზღვევო პროდუქტ D1-ს სთავაზობს, რომლის შექმნის მთავარი მიზანია, გახადოს ავტომობილის დაზღვევა ყველასათვის ხელმისაწვდომი. D1-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი მინიმალურ ფასად ყველაზე აქტუალური რისკისგან, ავტოავარიისგან დააზღვიოთ. D1-ის  ფასი ფიქსირებულია ლარში, რომელიც, თითქმის, ყველა მოდელის ავტომობილზე ვრცელდება.

BOG PLUS

ვის შეუძლია ისარგებლოს D1-ით?

მომხმარებელს, რომელიც არის 25 წელს ზევით, ჰყავს 2 000 წლიდან გამოშვებული ავტომობილი,  არ იყენებს მას კომერციული მიზნებისთვის და მართავს ავტომობილს, მინიმუმ, 1 წელი

რა შემთხვევებს ფარავს D1?

D1 ავტოდაზღვევა ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევას და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც გულისხმობს ავტოავარიის შედეგად, სხვისი ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

რა ღირს D1?

D1 ავტოდაზღვევის ორი სახის შეთავაზება არსებობს:

  • თვეში 30 ლარად თქვენ ყიდულობთ 5 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს.
  • თვეში 40 ლარად თქვენ ყიდულობთ 10 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს.

თიბისი დაზღვევის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების 77%-ის შემთხვევაში დამდგარი ზარალის ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს,  ხოლო 91%-ის შემთხვეაში ზარალის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს. აღნიშნული სტატისტიკა ჯამურად ითვალისწინებს როგორც დაზღვეული ავტომობილის, ასევე სხივისი ქონების დაზიანების შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობას.

როგორ უნდა შეიძინოთ D1?

D1-ის შეძენა მარტივად, ფეისბუკის მესენჯერიდან, თიბისი დაზღვევის ბი ბოტის  დახმარებით არის შესაძლებელი. ბი ბოტი დაზღვევის პირველი ბოტია საქართველოში, ის ფეისბუკის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა სოციალურ ქსელში მყოფ ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია.

ბი ბოტს მხოლოდ რამდენიმე პირადი მონაცემი უნდა გაუზიაროთ, აირჩიოთ სასურველ სადაზღვევო ლიმიტი და გადახდის პირობა, რის შემდეგაცდაზღვევის  პოლისს პირდაპირ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

დაზღვევის შეძენის შემდეგ, ერთხელ უნდა ესტუმროთ  თიბისი ბანკის ან თიბისი დაზღვევის ნებისმიერ ფილიალს სადაც თქვენი ავტომობილი დასურათდება  და დაზღვევაც გააქტიურდება.

 

[R]

განხილვა