სკოლაში დაბრუნება ყოველთვის ახალი ეტაპია. წინა სასწავლო წელი თითქოს სამუდამოდ წარსულში რჩება და სრულიად ახალი შემართებითა და მოლოდინით მიდიხარ სკოლაში. ემზადებიან არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მშობლებიც, მასწავლებლებიც, მთლიანად სკოლაც – სამზადისის დიდი და მთავარი ნაწილი კი, რა თქმა უნდა, საყიდლებია, რომლის სიაც ახალი წლის საჩუქრების სიაზე მეტი თუ არა, ნაკლებიც არ არის.
ამ დროს მნიშვნელოვანია ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც თიბისი ყოველ წელს Back To School კამპანიის ფარგლებში გვთავაზობს. გამონაკლისი, ცხადია, არც 2025-2026 სასწავლო წელია და მრავალ პარტნიორ ობიექტთან თანამშრომლობით, მრავალფეროვანი შეთავაზებებით, მომხმარებელზე მზრუნველმა ბრენდმა კიდევ ერთხელ გაახარა ახალი თიბისისა და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მომხმარებლები. კერძოდ, 1-7 სექტემბერს და 13-14 სექტემბერს, 80-ზე მეტ მაღაზიაში შოპინგისას თანხის 40% დაიბრუნეს. შეთავაზება ვრცელდებოდა როგორც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ისე აქსესუარებსა და ტექნიკაზე. თავის მხრივ, ყოველწლიურად ეს კამპანია იმ პარტნიორ ობიექტებსაც ეხმარება, რომლებიც Back To School-ში არიან ჩართული.
საინტერესოა, ვინ არის ის გუნდი, რომელიც საგულდაგულოდ გეგმავს გეგმავს კამპანიას. ამ სტატიაში სამ ასეთ თიბისელს გაგაცნობთ: თეკლა ზღუდაძე, აკა სანიკიძე და ბექა ჭაფოძე. მათ გაგვიზიარეს, როგორ იქმნება Back To School კამპანია, როგორი იყო ჩართულობის მაჩვენებელი და რა შედეგი მოიტანა მან წელს…
თეკლა ზღუდაძე, თიბისის ბრენდმენეჯერი:
Back2School-ისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე ვიწყებთ. თავდაპირველად ვამუშავებთ კრეატიულ კონცეფციას და ვქმნით კამპანიისთვის განკუთვნილ, სპეციალურ ვიზუალურ სტილს ჩვენი დიზაინერების გუნდთან ერთად.
კომუნიკაცია მიმართულებების ბრენდმენეჯერების კოორდინირებული მუშაობის შედეგად იგეგმება. ვცდილობთ, ღირებულება ყველა სეგმენტისთვის თანაბრად, მათზე მორგებული ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევქმნათ.
კამპანიის დასაგეგმად ჩვენს ხელთარსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტსა და არხს ვიყენებთ. ჩვენი მიზანია, განსაკუთრებული შეთავაზებების შესახებ ხმა ყველა ჩვენს მომხმარებელს თანაბრად მივაწვდინოთ.
როგორც ყოველ წელს, ტრადიციულად, Back2School, თიბისისთვის წელსაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენ მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით, თიბისის 60 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს აქტიური წინასასკოლო სამზადისი გავუმარტივეთ და ხელშესახები ღირებულება ყველა იმ ობიექტში დავახვედრეთ, რომელიც სექტემბრის მნიშვნელოვანი სამზადისთვის დასჭირდებოდათ.
ბრენდისადმი ლოიალობის ზრდას, თითოეული კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლის ჩართულობის ზრდისა და მათი დადებითი უკუკავშირის შედეგად ვგრძნობთ.
აკა სანიკიძე, პროდუქტის მფლობელი:
ჩვენი სეზონური შეთავაზებები, როგორებიცაა Back2School, შავი პარასკევი, საახალწლო შოპინგი და სხვა, უკვე დამკვიდრდა როგორც მომხმარებლებისთვის ყველაზე აქტუალური კამპანიები. მომხმარებელთა მაღალი ჩართულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სწორ დროს ყველაზე საჭირო შეთავაზებებს ვთავაზობთ. ჩვენი და პარტნიორი კომპანიების მთავარი მიზანია, მომხმარებლებმა შეძლონ მეტის დაზოგვა და მეტი სარგებლის მიღება.
თიბისის გუნდისთვის მთავარი ინსტრუმენტია მონაცემებზე დაყრდნობილი მიდგომა. სწორედ ანალიტიკის საშუალებით ვადგენთ, რომელი პროდუქტები იქნება ყველაზე მოთხოვნადი რომელი პარტნიორი კომპანიები არიან ყველაზე რელევანტური და რამდენად ვაკმაყოფილებთ კონკრეტული შეთავაზებით მომხმარებლის საჭიროებებს.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ და, ამასთანავე, პარტნიორ მერჩანტებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია გააცნონ თიბისი კლიენტებს. ამ მიზნით ვმუშაობთ როგორც აქციების მექანიკის გაუმჯობესებაზე, ასევე, პარტნიორი კომპანიების შეთავაზებების გაძლიერებაზე. წინ გველის შავი პარასკევისა და საახალწლო შოპინგის დიდი კამპანიები, სადაც მომხმარებლებს კიდევ უფრო საინტერესო შეთავაზებები ელოდებათ.
ბექა ჭაფოძე, შეთავაზებების გუნდის ლიდერი:
Back2School კამპანიამ ნამდვილად დიდი ინტერესი გამოიწვია — მასში 60 000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. შედეგად, ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და საჭირო შეთავაზებას მომხმარებლები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან.
აუცილებლად აღსანიშნია, რომ კამპანიამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს პარტნიორ ობიექტებსაც. მათი საშუალო დღიური ბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შეთავაზებები არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის არის საინტერესო, არამედ რეალური ფინანსური შედეგებით აძლიერებს პარტნიორი ბიზნესების საქმიანობასაც.
ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ერთიან სარგებელზე – ერთობლივი კამპანიებით ვეხმარებით პარტნიორ კომპანიებს, გაზარდონ ბრუნვა და შემოსავლები, ხოლო მომხმარებლებს ვთავაზობთ უფრო მომგებიან და სასიამოვნო გამოცდილებას, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როგორიცაა Back2School.
[R]










