in

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

თიბისი ბანკმა, უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღო წინასწარი ნებართვა, იმისათვის, რომ უზბეკეთში აქციონერულ-კომერციული ბანკი – TBC Bank გახსნას. წინასწარი საბანკო ლიცენზია გულისხმობს ექვსთვიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ბანკმა დამატებით რიგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. „საბანკო ლიცენზიის მოპოვება 2 ეტაპისგან შედგება. კერძოდ, პრელიცენზიის მიღების შემდეგ, თიბისიმ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო ლიცენზიის გაცემა“, – ნათქვამია თიბისის განცხადებაში. 

BOG
BOG

 

ქართულმა კომპანია თიბისი ბანკმა რეგულატორს უზბეკეთში ფუნქციონირების ლიცენზიის მოთხოვნით 2019 წლის ოქტომბერში მიმართა, მანამდე კი უზბეკეთის ბაზარზე გადახდის სისტემა Payme-ის 51%-ის ყიდვით შევიდა. მას შემდეგ, თიბისი აქტიურად მუშაობს ქვეყნის ბაზარზე და ეს აისახა როგორც გადახდის აპლიკაციის განახლებაში (Payme 2.0), ასევე, ბილეთების ელექტრონულ პორტალ TKT.uz-ის ამოქმედებასა და უზბეკურ ბაზარზე სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ს შეტანაში. გარდა ამისა, 2019 წლიდან თიბისიმ დააარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად, თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ამის შემდეგ, როგორც თიბისის განცხადებაში ვკითხულობთ, 2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები. 

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ ე.წ. ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი ბაზარი კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია“. 

უნდა გადაიხედოს თუ არა კომპანიის დანიშნულება თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ – სოფო ბალავაძე

იმუნური აღმოჩენა – შანსი „განვკურნოთ სიმსივნით დაავადებული ყველა პაციენტი“