in

როგორ დავრეგისტრირდეთ თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე?

თიბისის ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებისთვის დიდი შესაძლებლობების კარი ღიაა. ამ დრომდე ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა 3500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, მათ შორის ყველაზე გამორჩეულებმა კი თიბისისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერით ისარგებლეს, გაზარდეს ცნობადობა, გააფართოვეს საქმიანობის მასშტაბები და აითვისეს ახალი ბაზრები.

„ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას საქართველოში და აქვს სურვილი, გააზიაროს თავის წარმატების ამბავი“,აღნიშნავს ანა თოთიბაძე, ბიზნესის მხარდაჭერის გუნდი, ასოცირებული პარტნიორი.

რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე სწორედ ანა გვიზიარებს საჭირო ინფორმაციას.

M: ანა, ცოტა ტექნიკურ მხარეზე საუბრით დავიწყოთ —  განაცხადის შევსება როგორ ხდება? მხოლოდ ონლაინ უნდა გაიარონ შესაბამისი პროცედურა?

განაცხადი სრულად ონლიან ივსება, ტექნიკურად ძალიან მარტივი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იყოს მოწოდებული მაქსიმალურად დეტალურად. კარგად იყოს აღწერილი, ზუსტად რას საქმიანობს კომპანია და რა მიღწევები აქვს. სწორედ განაცხადის საფუძველზე აფასებს ჟიური მონაწილეებს, შესაბამისად, იქ მოწოდებული ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიებს მხოლოდ ერთ ნომინაციაში დარეგისტრირება შეუძლიათ.

M: კატეგორიების გადანაწილების პრინციპიც განვიხილოთ — როგორაა ისინი შერჩეული იმისთვის, რომ ბევრმა კომპანიამ შეძლოს მონაწილეობის მიღება?

კატეგორიები შერჩეულია იმის მიხედვით, თუ რა არის მნიშვნელოვანი 

ბიზნესის განვითარებისთვის, ეს არის მომხმარებლებზე მორგებული, ინოვაციური პროდუქტები; მაღალი ხარისხის სამომხმარებლო გამოცდილება, რეგიონების განვითარება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ა. შ.

როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ხუთ კატეგორიაში მიიღება განაცხადები:

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
  • წლის ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული როლი რეგიონში
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

M: განაცხადის გამოგზავნის შემდეგ რა ეტაპები უნდა გაიარონ მონაწილეებმა?

მას შემდეგ, რაც განაცხადები ჟიურისთან გადაიგზავნება, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველა ნომინაციაში 3 ფინალისტი კომპანია დასახელდება. უკვე თებერვალში კი გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია გაიმართება.

მთლიანობაში, გარდა გამარჯვებისა, თიბისის ბიზნეს დაჯილდოება მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქტების შესახებ გაცილებით ფართო აუდიტორიას გააცნონ ინფორმაცია.

M: რას მიიღებენ მონაწილე კომპანიები გამარჯვების შემთხვევაში?

როგორც ყოველთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.

გარდა ამისა, უკვე მეორე წელია, გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის.

საგულისხმოა, რომ თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება — აქ მონაწილეობის მიღება კი კომპანიებს საშუალებას აძლევთ, მეტად განვითარდნენ და დიდი აუდიტორიას მიაწვდინონ ხმა.

რატომ ააშენა ვაჟამ სახლი უფრო სწრაფად, ვიდრე მისმა მეგობარმა? საიდუმლო „იტონგის” აირბლოკშია დამალული

როგორ გამოვხატოთ მადლიერება სამსახურში?