in

თიბისიში ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი

თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნესის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცედურების გავლა, მათ შორის, დოკუმენტაციის წარდგენა აღარ არის საჭირო.

ბიზნესესხით სარგებლობის პროცესი ძალიან მარტივია. ამისათვის მომხმარებელმა ბიზნესის ინტერნეტ ან მობაილბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში, საკრედიტო ლიმიტის თანხა და სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. პროდუქტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა განაცხადი ონლაინ უნდა შეავსოს და დაელოდოს სესხის დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის ნახვა განაცხადის შევსებიდან 2 წუთში,  ბიზნესის ინტერნეტ/მობაილბანკშივეა შესაძლებელი.

ბიზნესესხით სარგებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ასევე, იურიდიულ და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ.  სესხის მაქსიმალური მოცულობა 7 მლნ ლარს შეადგენს. დაფარვის მაქსიმალური ვადა 180 თვეს,  ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 14.54%-დან იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი წინასწარ არ აქვს დამტკიცებული, ღილაკზე  – „ზარის მოთხოვნა“ დაჭერით, შესაძლებლობა აქვს, თიბისის კონტაქტცენტრს დაუკავშირდეს. ადგილზე ვიზიტისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს პროდუქტით.

ბიზნესესხისა და მისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე:  2 27 27*3

[პარტნიორის კონტენტი]

გაიგეთ, რას გვიამბობს ბლიც ინტერვიუში Forbes Books-ის რჩეული ავტორი თამარ გახარია

თიბისი კამპუსის განათლების პროგრამებზე 3500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა