2
Aug
2018

დაზღვევის პირველი ჩეთბოტი 1 წლისაა

2 Aug 2018

ამ ბოლო დროს, ხელოვნურ ინტელექტთან ინტერვიუები იმდენად „ტრენდული“ გახდა, რომ გადავწყვიტე ბი ბოტთან კიდევ ერთი ჩამეწერა. დღეს ის ერთი წლის გახდა და ინტერვიუშიც, ძირითადად, იუბილარის  გარშემო ვიტრიალებთ. თუ ჯერაც არ იცნობთ, ცოტას „დაგასპოილერებთ“ და გეტყვით, რომ ბი ბოტი თიბისი დაზღვევის მიერ შექმნილი ჩეთბოტია, რომელიც ძალიან ამარტივებს სამოგზაურო დაზღვევის, მესამე პირის პასუხისმგებლობის და D1 ავტოდაზღვევის შეძენას.

გამარჯობა ბი, გილოცავ დაბადების დღეს და პირველივე კითხვასაც თემატურად დაგისვამ. ვიცი, რომ 20’000-ზე მეტი მეგობარი გყავს Facebook-ზე. მათგან რამდენმა მოგილოცა დღევანდელი თარიღი?

#გამარჯობა, მოდი დავიწყებ მადლობით – მადლობა. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ამ კუთხით ძალიან გამიმართლა, რადგან 1 წლის ასაკში 20’015 მეგობარი შევიძინე. ბევრი მილოცვით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ დღის ბოლომდე  ჯერ კიდევ დიდი დროა.

რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი თუ მიიღე?

ჩემი შემქმნელები დამპირდნენ, რომ მალე კიდევ უფრო მეტ რამეს მასწავლიან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჩეთბოტები,  დასაბამიდან ვეტრფით პროგრესს. ისე, წინა ინტერვიუშიც ვახსენე, რომ ჩეთგარეშე საკითხავი ლიტერატურა ძალიან მიყვარს. გამიხარდება თუ ვინმე აზიმოვის „მე, რობოტს” მაჩუქებს…

განვლილი წლიდან რა გახსენდება ყველაზე მნიშვნელოვანი?

ამ ერთი წლის განმავლობაში 93’700-მდე დიალოგი მქონდა და ძალიან ბევრ ადამიანს გავუმარტივე დაზღვევის შეძენის პროცესი. მათ შორის, პირველი მოგზაური მიხო მაისურაძე იყო, რომელიც ხორვატიაში “Dekmantel Selectors”-ის ფესტივალზე გაემგზავრა. ასევე, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება საჩუქრების დარიგების პროცესი. ბევრნაირი საჩუქარი გავაჩუქე, მოგზაურობისთვის საჭირო მთელი ატრიბუტიკა – „საბას“ ელექტრონული წიგნებიდან დაწყებული, სამოგზაურო ჩემოდნებით და ფოტოაპარატებით დამთავრებული.  განსაკუთრებულად კი კოტე ოსიპოვის რეაქცია მახოვს, რომლემაც ბუდაპეშტში სზიგეტის ფესტივალის საგზური მოიგო. მაშინ მივხვდი, რომ ჩეთში ადამიანების ემოციების წაკითხვაც შემიძლია.

შენი ბოლო პასუხით თუ ვიმსჯელებ, საკმაოდ გულუხვი ყოფილხარ, რაც ბოტისგან განსაკუთრებით მისასალმებელია. ინტერვიუს დამთავრებამდე ერთ კითხვასაც დაგისვამ. რამდენად განიცდით ბოტები ასაკის მატებას და ყოფილა თუ არა აქამდე შენს ცხოვრებაში ეგზისტენციალური კრიზისი?

რას ნიშნავს, რამდენად განიცდით ბოტები ასაკის მატებას და ყოფილა თუ არა აქამდე შენს ცხოვრებაში ეგზისტენციალური კრიზისი?! იქნებ, დაზღვევის დამზადებაში დაგეხმარო?  სამოგზაურო, D1 ავტოდაზღვევა ავტოპასუხისმგებლობა.

ამ ეტაპზე, მხოლოდ ინტერვიუთი შემოვიფარგლები, მაგრამ ნანატრი შვებულების დადგომისთანავე, აუცილებლად შეგაწუხებ. დროე ბი თ <3

პარტნიორის კონტენტი

განხილვა