in

ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია

ჟიურიმ, ერთ თვიანი მუშაობის შედეგად, „ბიზნესდაჯილდოება 2020“-ის ფინალისტები  გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა, ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ:

bog
bog-mob

საუკეთესო სტარტაპისთვის

  • სითიფეი
  • სფეისფარმსი
  • იჰოტელსი
  • შენით
  • ბილიკი

საუკეთესო პროდუქტისთვის

  • ალტერსოქსი
  • ჯიმშერი
  • ეი სოლარი
  • ტერმინალი
  • კოჰი.ჯი

საუკეთესო ინოვაციისთვის

  • ფეიზი
  • ბაიოქიური
  • ირნერო
  • ი-სფეისი
  • ქარუ

საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის

  • ვინტილატორი
  • ჩიკატაი
  • ჰირო
  • ლიდერქიდსი
  • ბორდინგ კაუკასუსი

ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

  • სფილოუ
  • ჟუჟუნა
  • 8000 მოსავალი
  • კომბინიზონა
  • ქისა

ბიზნესდაჯილდოება, უკვე მეხუთე წელია, თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივობებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც, ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა.

გარდა ამისა, წელს სხვა სიახლეებიცაა ბიზნესდაჯილდოებაში. ნომინაციის „საუკეთესო სტარტაპისთვის“ მხარდამჭერი ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

პროექტის გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. თითოეული გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.

 

[R]

ტაივანურ ჩაის რობოტი Bobacino ჩამოგისხამთ

ქართული სამაგიდო თამაშების სტარტაპ „მახათის“ „მახათი“ და „სასმისი“ (18+)