in

თიბისი ბიზნეს კლუბი – პლატფორმა, რომელიც ადამიანებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა

ცოტა ხნის წინ თიბისიმ მომხმარებლებს ახალი პლატფორმა – ბიზნეს კლუბი შესთავაზა. მისი მიზანი ფიზიკური პირებისა და ბიზნესების მხარდაჭერა და ცხოვრების გამარტივებაა. ბიზნეს კლუბი ერთგვარად ორ ინოვაციურ მიდგომას აერთიანებს – “ბანკი გამოწერით” და კლუბი, რომელშიც ერთი სოციუმის წარმომადგენლები მოიყრიან თავს. შესაბამისად, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ყოველდღიური საბანკო ოპერაციებით და პარალელურად, კლუბის ფარგლებში შეიტყონ ახალი ინფორმაცია, გაიცნონ ახალი ადამიანები, შეიძინონ პარტნიორები და ა.შ

ბიზნეს კლუბის შესახებ უფრო დეტალურად თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერს, ნათია ვაჭარაძეს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ბიზნეს კლუბი?

ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ვცდილობთ, ბიზნესებს საბანკო სერვისების გარდა, სხვა მიმართულებითაც მხარდაჭერა გავუწიოთ. იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო სერვისების ინოვაციურ, ანუ გამოწერის მოდელზე მუშაობა დავიწყეთ, გადავწყვიტეთ ამ ორი მიმართულების – არასაბანკო და საბანკო სერვისების მიწოდება გაგვეერთიანებინა და ექსკლუზიურად გამომწერებისთვის გაგვეკეთებინა ერთგვარი კლუბი, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებოდათ.

M: კონკრეტულად რა სარგებლის მომტანი იქნება მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბი?

კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სხვადასხვა ინდივიდუალური კონსულტაციებით, სესიებით, გაეცნონ მათთვის საინტერესო ინფორმაციას კონკრეტული დარგის ექსპერტებისგან. ბიზნეს კლუბის ფარგლებში ასევეა შესაძლებელი სპეციალური კურსების გავლა. შეიქმნება ფეისბუქ ჯგუფი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, პოტენცურ პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან დაკავშირებას და სიახლეების გაზიარებას. გარდა მხარდაჭერის პროგრამებისა, არის ასევე სპეციალური შეთავაზებებიც. მაგალითად, Windfor’s Tbilisi-ის  50%-იანი ფასდაკლება ციფრული სერვისების ნებისმიერ პაკეტზე, Kreston Papiashvili 50%-იანი ფასდაკლება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მომსახურებაზე, Facebook Cashback  ვიზასთან ერთადFacebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10% ვიზა ბარათით გადახდისას.

M: როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ბიზნეს კლუბი ქართულ ბიზნეს კლიმატზე?

მგონია, რომ დადებითად იმოქმედებს, რადგანაც მოდელის მიზანი, პირველ რიგში, ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. და გამარტივების ყველაზე კარგი მაგალითი კი ისაა, რომ ზუსტად იცი, ყოველთვიურად რა თანხას იხდი და სანაცვლოდ რა სერვისებს იღებ, შესაბამისად არ გაქვს საფიქრალი ყოველ გადარიცხვაზე, ყოველ განაღდებაზე, რა ხარჯებთან შეიძლება იყოს საქმე. ვფიქრობ, ბიზნესისთვის ეს დიდი შვებაა. რაც შეეხება თვითონ კლუბის მხარდაჭერას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია – არაერთმა ჩვენმა პროექტმა აჩვენა, რომ ბიზნესებს ძალიან სჭირდებათ ნეთვორქინგი – ახალი ნაცნობობა, ინფორმაციების გაცვლა, სიახლეების გაგება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ბიზნეს კლუბი მართლაც საინტერესო ახალი განაცხადი იქნება ქართულ ბიზნეს სივრცეში.

M: ვისთვისაა ბიზნეს კლუბი და როგორ არის მასში გაწევრიანება შესაძლებელი?

ბიზნეს კლუბი არის ყველასთვის, ვინც არის ბიზნესით დაკავებული. შესაბამისად, გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს როგორც ფილიალიდან, ისე ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის საშუალებით და ასევე ჩვენს ქოლ-ცენტრში დარეკვითაც. ასევე, იურიდიული პირებისთვის ჩვენ გვაქვს ციფრული ონბორდინგის საშუალებაც, რომლის მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია, ონლაინ გახდეს თიბისის კლიენტი. შესაბამისად, ამ არხების მეშვეობით შეუძლია მსურველს, მიიღოს ნაკრები და ჩვენი “გაკლიენტების” პარალელურად გახდეს კლუბის წევრი.

M: რა ეტაპზეა ამჟამად ბიზნეს კლუბი?

ბიზნეს კლუბის ყველა ეს მიმართულება უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. შეთავაზებები, სესიები კი, რასაკვირველია, თარიღების მიხედვით დაიგეგმება, რომელთა განრიგსაც და სხვა დეტალურ ინფორმაციასაც კლუბის წევრები კლუბისთვის შექმნილ ვებგვერდზე იხილავენ.

“ლაზიერის გამბიტის” ეფექტი – ყოველდღიურად 100 000 ახალი ჭადრაკის მოთამაშე

„კოკა-კოლას“ ახალი მინერალური წყლის ბრენდი „McCann თბილისმა“ შექმნა